"ავერსი" კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სამგზის ჩემპიონია

  • 2023-06-27

"ავერსის" საკალათბურთო გუნდმა კიდევ ერთხელ გაახარა ქომაგები და კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ჩემპიონი გახდა. 2023 წელს B დივიზიონში ცხრა გუნდი ასპარეზობდა. ფინალურ შეხვედრაზე "ავერსი" დებიუტანტ  "Air Squad-ს" დაუპირისპირდა და ანგარიშით 96-52 დაამარცხა.

ტურნირი 2013 წელს დაფუძნდა და მოყვარულ კალათბურთელებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

- ცხოვრების ჯანსაღი წესის მხარდაჭერა "ავერსის" ურყევი პოლიტიკაა, – გვითხრა დავით კალანდაძემ, გუნდის კაპიტანმა, – როდესაც ათი წლის წინ სპორტული კლუბის შექმნის სურვილი გამოვთქვით, კომპანიის ხელმძღვანელობა ენთუზიაზმით შეხვდა ჩვენს ინიციატივას. სამოყვარულო ტურნირებში რეგულარულად ვმონაწილეობთ და ყოველ გამარჯვებას ავერსელებთან, ჩვენს გულშემატკივრებთან ერთად აღვნიშნავთ.

ლაშა თოიძე "ავერსის" საკალათბურთო გუნდის მწვრთნელია.

- გუნდის წევრები ძველი კალათბურთელები არიან. "ავერსმა" ისინი ამ სფეროში დააბრუნა. მიხარია, რომ კომპანიის ძალისხმევას და გულშემატკივართა იმედს ვამართლებთ, - გვითხრა ლაშამ.

ვულოცავთ "ავერსის" გუნდს და მის გულშემატკივრებს სამოყვარულო ლიგის ჩემპიონობას და კიდევ მრავალ გამარჯვებას ვუსურვებთ.

გააზიარე: