14 ივნისს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა სისხლის დონორთა დღეს აღნიშნავს. „გაიღე სისხლი, გადაარჩინე სიცოცხლე!“ – ასეთი დევიზი აქვს საერთაშორისო მოძრაობას, რომლის ეგიდითაც ხორციელდება უანგარო დონაციის პროგრამები.
საქართველოში აქციას "ნაციონალურმა სისხლის ბანკმა" გაუწია ორგანიზება. მის ინიციატივას ერთ-ერთი პირველი "ავერსი" გამოეხმაურა.
- სისხლის უანგარო დონაციის აქციებში ავერსელები პანდემიამდეც აქტიურად ვმონაწილეობდით. სასიხარულოა, რომ ტრადიცია აღდგა, უანგაროდ სიკეთის კეთება დიდი ბედნიერებაა, - გვითხრა „ავერსის“ საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ.
გახსოვდეთ: ყოველი ადამიანის მიერ გაღებული სისხლი სამი გადარჩენილი სიცოცხლეა.