საჩოგბურთო კლუბ "სიტი სპორტის" კორტებზე "ავერსის თასის" საგაზაფხულო ტურნირი გაიმართა. 5 ივნისს დაჯილდოების საზიმო ცერემონიალზე გამარჯვებულებს "ავერსის" სპეციალური პრიზები და დიპლომები კომპანიის წარმომადგენლებმა გადასცეს და ტურნირის მონაწილეები "ავერსის" ექსკლუზიური ბრენდის მოვლის საშუალებებითაც დაასაჩუქრეს.
საჩოგბურთო კლუბ "სიტი სპორტს" წელს 33 წელი შეუსრულდა. უკვე 20 წელია, რაც კომპანია "ავერსი" კლუბის მხარდამჭერია. წელიწადში ორჯერ - გაზაფხულსა და შემოდგომაზე "ავერსის თასის" გათამაშება ტარდება. ამ ტურნირმა ბევრ მონაწილეს გაუკვალა გზა დიდ ჩოგბურში - საქართველოს დევისის ნაკრების სრული შემადგენლობა: ნიკოლოზ ბასილაშვილი, სანდრო მეტრეველი, საბა ფურცელაძე და გიორგი ტყემალაძე "ავერსის თასის" პირველი გამარჯვებულები არიან - აღნიშნა "სიტი სპორტის" დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა. მისივე თქმით, წლევანდელ ტურნირში 5-დან 16 წლამდე 150 მოზარდი ასპარეზობდა. გამარჯვებულები ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში გამოვლინდნენ:
5-დან 8წლამდე ასაკის ბავშვები
გაბრიელ ლომიძე, ნიტა ქარსელაძე, ნიკოლოზ ციხიშვილი.
8-9 წლის გოგონები
ნია შავლიშვილი, თათა ქარსელაძე ნუცა ლომთათიძე
8-9 წლის ვაჟები
ლევან გირკელიძე, ერეკლე კირვალიძე, ლაშა გორელაშვილი
9-10 წლის გოგონები
მარიამ ცაგარეიშვილი, ლიზა ფანჩულიძე, ქეთი შარაბიძე
9-10 წლის ვაჟები
ლუკა ჯორჯაძე, გიორგი მოძმანაშვილი, ნიკოლოზ გვარამაძე
12 წლამდე გოგონები
ანასტასია ტვილდიანი, კესარია გუგუშვილი, ნანა შევარდნაძე
12 წლამდები ვაჟები
გიორგი კინწურაშვილი, იაკობ სვანაძე, დავით თევზაძე
14 წლამდე გოგონები
კესანე ბლიაძე, ნუცა გიორგაძე, ნინო თორია
14 წლამდე ვაჟები
ალექსანდრე ჭელიძე, ლაზარე სუთიაშვილი, რატი ბერიაშვილი
16 წლამდე გოგონები
მეგი შენგელია, ნიცა დარჩიაშვილი, მარიამ ჩიკვაიძე
16 წლამდე ვაჟები
ალექსანდრე წერეთელი, ანდრია ხარებავა, ნიკოლოზ მუღალაშვილი
წლევანდელი ტურნირი გამორჩეული გახლდათ, რადგან მის ისტორიაში პირველად წყვილთა შეჯიბრი გაიმართა. ამ კონკურსში პირველი ადგილი ლაზარე სუთიაშვილისა და ალექსანდრე ჭელიძის ტანდემმა მოიპოვა. მეორე ადგილი წილად ხვდა სანდრო ჩხეტიასა და გიორგი ჯობავას დუეტს. მესამე ადგილის მფლობელი გახდა ზუკა ყაჭეიშვილისა და ზუკა ხაზამბარელის წყვილი.
"ავერსის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ გამარჯვება მიულოცა პატარა სპორტსმენებს და წარმატებები უსურვა მათ:
"ავერსის თასი" საერთაშორისო საჩოგბურთო ტურნირია, რომლის პოპულარობა ყოველწლიურად იზრდება. შეჯიბრში მონაწილეობას სულ უფრო მეტი ბავშვი იღებს, ბავშვთა პრესტიჟულ შეჯიბრში ასპარეზობა შესანიშნავი ტრამპლინია დიდ ჩოგბურთში წარმატების მისაღწევად.
"ავერსი" მუდმივად ცდილობს, მონაწილეებს სიურპრიზები და მრავალფეროვანი წამახალისებელი საჩუქრები მოუმზადოს. წლეულსაც დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი დაუვიწყარ დღესასწაულად აქცია.