1 ივნისი „ავერსმა“ დაუვიწყარი სიურპრიზებით და განახლებული აფთიაქით აღნიშნა

1 ივნისი „ავერსმა“ დაუვიწყარი სიურპრიზებით და განახლებული აფთიაქით აღნიშნა

  • 2023-06-02

1 ივნისი „ავერსმა“ დაუვიწყარი სიურპრიზებით და განახლებული აფთიაქით აღნიშნა

თემქაზე, ზღვის უბნის მეათე კვარტალში "ავერსის" განახლებული აფთიაქი გაიხსნა. საზეიმო ღონისძიებას "ავერსის" წარმომადგენლები და მოწვეული სტუმრები ესწრებოდნენ. მოდერნიზებულმა აფთიაქმა პირველი ივნისის ღონისძიებასაც უმასპინძლა. ბავშვებს აქ უამრავი სიურპრიზი ელოდათ - საჩუქრები, ანიმაციური პერსონაჟები, ტკბილეული...

მსგავსი საბავშვო ღონისძიებები გაიმართა "ავერსის" სააფთიაქო ქსელის რამდენიმე ფილიალში - თბილისში, ბათუმში ქუთაისში და  სხვა რეგიონებშიც, სადაც ბავშვებს საყვარელმა ანიმაციურმა პერსონაჟებმა საზეიმო განწყობა შეუქმნეს, გამართეს შოუები და საჩუქრებიც დაურიგეს.

კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა პატარებს ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე მიულოცა და ბედნიერი მომავალი უსურვა მათ.

- ბავშვები ჩვენი მომავალია, ჩვენი ცხოვრების არსია. სადაც ბავშვია იქ სიცოცხლე და სიხარულია. ყველა პატარას ვუსურვებ ჯანმრთელობას და ბედნიერ მომავალს - აღნიშნა ბატონმა პაატამ და ერთგულ მომხმარებელს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

"ავერსი-ფარმას" სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძე აღნიშნა, რომ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით ბავშვთა კვების პროდუქტებსა და მოვლის საშუალებებზე, ასევე, საბავშვო აქსესუარებზე განსაკუთრებული ფასდაკლებები დაიწყო.  მისივე თქმით, თბილისის რამდენიმე აფთიაქი და რეგიონული ფილიალებიც პირველი ივნისის გრანდიოზულ ღონისძიებებს მასპინძლობენ.

 თემქის ფილიალში, საბავშვო სიურპრიზების გარდა, ყველა მომხმარებელს უამრავი საჩუქარი ელოდა. ვესაუბრეთ განახლებული აფთიაქის ერთ-ერთ პირველ სტუმარს, თამარ წიკლაურს, რომელიც შვილებთან - ბარბარე და მარიამ ფიფიებთან ერთად "ავერსის" წვეულებას ესწრებოდა:

- განახლებული აფთიაქი მართლაც შესანიშნავი ინტერიერით, დიზაინით, განათებით და ესთეტიკით გამოირჩევა. გახსნის ღონისძიება ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს დაემთხვა და პატარებს აქ არაჩვეულებრივი სიურპრიზებით ხვდებიან. საჩუქრები მივიღეთ, შესანიშნავი განწყობაა. "ავერსი" ბავშვებს მუდმივად უწყობს დღესასწაულებს და უპრეცედენტო ფასდაკლებებსაც გვთავაზობს.

ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღე კომპანია „ავერსმა“, კიდევ არაერთი მასშტაბური ღონისძიებით აღნიშნა:

„ავერსის“ საბავშვო ბრენდებმა: „ჩიპოლინომ“, „ეარვალიმ“ და „ფრუტომ“ მზიურის პარკში პატარებისთვის  საზეიმო ღონისძიება გამართეს, პატარებს აქ უამრავი გასართობი დახვდათ - ჟირაფი ჟოზეს ინტერაქციული კონცერტის შემდეგ საჩუქრებიც მიიღეს.

"ავერსმა" მრავალშვილიან ოჯახებს მთაწმინდის პარკში ატრაქციონებზე უმასპინძლა; ტკბილეული გადასცა საზღვრისპირა სოფლებიდან მოწვეულ ბავშვებს. ჰიგიენური და მოვლის საშუალებებით დაასაჩუქრა ფესტივალ "მომავლის ვარსკვლავების" მონაწილე ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენელი ბავშვებიც. "ავერსი" ამ ფესტივალის მუდმივი მხარდამჭერი გახლავთ.

ყველა პატარას ვულოცავთ ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, ვუსურვებთ მათ ჯანმრთელობას და ბედნიერ ბავშვობას.

გააზიარე: