„ავერსის“კორპორაციული ღონისძიება ქუთაისში

„ავერსის“კორპორაციული ღონისძიება ქუთაისში

  • 2023-02-08

 „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის რეგიონის თანამშრომლებისთვის კორპორაციული წვეულება 28 იანვარს ულამაზეს ქალაქში, ქუთაისში, რესტორან „ქალაქურში“ გაიმართა. ვიდრე 2022 წლის  გამორჩეული თანამშრომლების დაჯილდოება დაიწყებოდა, მშობლიურქალაქელებს „ავერსის“ დამფუძნებელი პაატა კურტანიძე და „ავერსი–რაციონალის“ გენერალური დირექტორი მალხაზ კურტანიძე მიესალმნენ.

მონატრებული კოლეგების შეხვედრის სიხარულს დაჯილდოებულთა ემოციები ავსებდა. გამარჯვებულები საზღვარგარეთ მოგზაურობით და ფულადი პრემიებით დაასაჩუქრეს.

წამყვანების, მანიკა ასათიანის და კახა კინწურაშვილის უშუალობამ და სითბომ, ნიაზ დიასამიძის, ლელა წურწუმიას, ქუთაისელი მუსიკოსების შესრულებულმა მუსიკალურმა ნომრებმა წვეულება კიდევ უფრო გაალამაზა. ტრადიციულად დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გოჩა ფურცხვანიძის დიზაინით შესრულებულმა არაჩვეულებრივმა ტორტმა. წლევანდელი ავერსული წვეულება მართლაც განსაკუთრებული და დაუვიწყარი იყო.

გააზიარე: