14 იანვარს „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის თბილისის ფილიალების თანამშრომლებმა ახალი წლის დადგომა აღნიშნეს. „შერატონ გრანდ თბილისი მეტეხი პალასის“ დარბაზში 700-ზე მეტი ადამიანი შეიკრიბა. პანდემიის გამო ორწლიანი პაუზის შემდეგ ამ შეხვედრას განსაკუთრებული სითბო ახლდა.
„ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მადლობა გადაუხადა ავერსელებს დაუღალავი შრომისთვის, შეაჯამა განვლილი წელი და სამომავლო გეგმებზე ისაუბრა. ღონისძიებაზე საუკეთესო თანამშრომლები დაჯილდოვდნენ სიგელებით, ფულადი პრიზებით და საზღვარგარეთ მოგზაურობით. სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდო გადასცეს პაატა კურტანიძემ, სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ, „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ, „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ.
ფარმაცევტის საუკეთესო დებიუტისთვის დაჯილდოვდნენ: გიორგი იოსავა, მარიამ კვირიკაშვილი და ნინო ჯაში.
ყველაზე გულისხმიერ ფარმაცევტებად დასახელდნენ: ნატო ვეშაპიძე, ნინო ბრეგვაძე, ირინა არუთინიანი, დარეჯან კურტანიძე, მარინა ჯიხვაშვილი, რუსუდან გრიგოლაშვილი, ანა რიჟამაძე.
ყველაზე პროფესიონალი ფარმაცევტების წოდება ერგოთ ლელა მჟავიას, ნინო თაგაურს, ანა დიასამიძეს, ნინო ღამბაშიძეს, ნათია თალაკვაძეს, სოფიო მანჩხაშვილს, ნატა რუხაძეს.
პარაფარმაციის კონსულტანტის საუკეთესო დებიუტის ნომინაციაში გაიმარჯვეს რუსუდან ზეინკლიშვილმა, ანა არდიამ, ანა ნარიმანიძემ.
პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტების სტატუსი კი წილად ხვდათ: ნინო ურუშაძეს, ნატო აფციაურს, ლილი მამაცაშვილს, სალომე ლაზაშვილს, დიანა ჯანაშვილს.
გამგის საუკეთესო დებიუტისთვის დაჯილდოვდნენ ნანი ხიჯაკაძე, თამარ ჩაფიჩაძე და მაკა ღურწკაია.
საუკეთესო გამგეებად დასახელდნენ ასმათ რამაზანაშვილი, ხათუნა ბროლაძე, სოფიო გოგელაშვილი, ლალი ჯორბენაძე, მზია პაპიაშვილი, სოფიო შტააძე, ცისნამი ღურწკაია.
ყველაზე ერთსულოვანი გუნდის ნომინაციაში ჯილდო მიიღეს „ვაზისუბანმა“, „პარაფარმმა“ და „ნონეშვილმა“, ყველაზე მიზანსწრაფულის ნომინაციაში – „გლდანი მოლმა“, „წინამძღვრიშვილმა“ და „ისანმა“ .
საუკეთესო აფთიაქებად დასახელდნენ „პუშკინი“, „ღრმაღელე“, „მასივი“, „თერგი“ და „პეტრიწი“.
სააფთიაქო ქსელის საუკეთესო დიასახლისად ნათელა კურტანიძე მიიჩნიეს.
მომხმარებლის იმედის ნომინაციაში დაჯილდოვდნენ: მარინა ჩაფიძე, მანანა ხაბულიანი, ნატო გელაძე, მარინე მანგოშვილი, მარინა მირცხულავა, ფიქრია დვალი, თამარ ღვინიაშვილი, ნინო ფერაძე, მაია ლომსაძე, მარიამ კობიაშვილი, ნათია შენგელია, ელისო ჯაიანი, ინგა მუჯირი, ნანი ხომასურიძე, ნონა ბზეკალავა.
„ავერსის“ წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის ჯილდო გადაეცათ შორენა ნავროზაშვილს, ელენა კეპაშვილს, ელენე ბედიანიძეს, ბელა ბებერაშვილს, მაია დოლიძეს, მარიამ ყაველაშვილს, მაია აფციაურს, დარიკო მარგიანს, დავით ცირეკიძეს, ირაკლი ილურიძეს.
ნომინაციაში „განსაკუთრებული შემთხვევა“ დაჯილდოვდა ხათუნა ნანეტაშვილი.
მის “ავერსის” აფთიაქი - 2022 მარიამ შამათავა გახდა.
საღამო გაალამაზეს წამყვანებმა მანიკა ასათიანმა და ბახვა ბრეგვაძემ. სიურპრიზი აღმოჩნდა ნიაზ დიასამიძის, თეა დარჩიას, სოფო ნიჟარაძის, ლელა წურწუმიას და ჯგუფ „ნონსტოპის“ მიერ შესრულებული კომპოზიციები, წვეულების დასკვნით აკორდად კი იქცა წითელი გულებისგან აწყობილი ნაძვის ხის ფორმის ულამაზესი ტორტი.