„ავერსის“ სოციალური პროექტი დევნილებისა და საპენსიო ასაკის პირთათვის

„ავერსის“ სოციალური პროექტი დევნილებისა და საპენსიო ასაკის პირთათვის

  • 2022-12-06

დევნილებს და საპენსიო ასაკის პირებს „ავერსში“ ფასდაკლების დღეების ლოდინი არ სჭირდებათ – მათ შეუძლიათ, საჭირო წამლები ნებისმიერ დროს განსაკუთრებით დიდი ფასდაკლებით შეიძინონ.

ყველაფერი ჯერ კიდევ პანდემიის დროს დაიწყო.

– როდესაც საქართველოს მოსახლეობა პანდემიით გამოწვეული პრობლემების წინაშე აღმოჩნდა, „ავერსში“ გადავწყვიტეთ, მხარდაჭერა გვეგრძნობინებინა ჩვენი იმ თანამოქალაქეებისთვის, რომლებსაც ყველაზე მეტად სჭირდებოდათ ეს, – ამბობს ქეთი მელაძე, „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის მარკეტინგის დირექტორი.

კრიზისის პერიოდში მოსახლეობის მხარდასაჭერად წამოწყებული პროექტი დღესაც გრძელდება. მასში ჩართვა შეუძლიათ საქართველოს კონფლიქტური რეგიონებიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს, საპენსიო ასაკის პირებს და მათ, ვინც იღებს პენსიას არა საპენსიო ასაკის გამო. ამ კატეგორიის მომხმარებლებისთვის თითქმის ყველა მედიკამენტზე ნებისმიერ დღეს განსაკუთრებული ფასდაკლება მოქმედებს.

– როგორ ხდება პროექტში ჩართვა?

– რეგისტრაციის პროცესი ძალიან მარტივია, ერთი წუთიც არ სჭირდება, მხოლოდ პირადობის მოწმობის წარდგენაა საჭირო. თუ მომხმარებელს უკვე აქვს მტრედი ბარათი, პირადობის მოწმობის წარდგენისას მას ავტომატურად მიენიჭება პროექტით მოსარგებლის სტატუსი. ამის შემდეგ პროგრამა ავტომატურად შეგვახსენებს, რომ ეს მომხმარებელი სოციალურ პროექტშია ჩართული და განსაკუთრებული ფასდაკლებით სარგებლობა შეუძლია.

– დიდხანს გაგრძელდება პროექტი?

– პროექტს არ აქვს განსაზღვრული ვადა და, სავარაუდოდ, მუდმივად აქტიური იქნება. ყოველ შემთხვევაში, ჯერჯერობით მის დასრულებას არ ვგეგმავთ.

– როგორ აფასებენ „ავერსის“ მომხმარებლები კომპანიის ამ ინიციატივას?

– პროექტი თვიდან თვემდე უფრო და უფრო პოპულარული ხდება, მასში უფრო და უფრო მეტი მომხმარებელი ერთვება. ყველა ძალიან კმაყოფილია და აღნიშნავს, რომ „ავერსში“ ყოველთვის ყველაზე დაბალი ფასებია.

გააზიარე: