სპეციალური საჭიროების ორთოპედიული პროდუქცია ავერსში.
ავერსი ზრუნავს ხანდაზმულებსა და სხვადასხვა დაავადების მქონე ადამიანების ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაზე.
ავერსის სააფთიაქო ქსელში შეგიძლიათ შეიძინოთ ტრამვის შემდგომ რეაბილიტაციისათვის საჭირო ხარისხიანი საშუალებები:
-
გადასაადგილებლები;
-
ყავარჯნები;
-
ხელჯოხები;
-
ეტლები.
ავერსში შეძენილი სპეციალური საჭიროების ორთოპედიული პროდუქცია მნიშვნელოვნად შეამსუბუქებს როგორც თქვენი, ისე ავადმყოფის მდგომარეობას.
ხელჯოხები, იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, ეტლები
ავერსში წარმოდგენილი ხელჯოხები, იდაყვის და იღლიის ყავარჯნები, ეტლები და თვითგადასაადგილებელი საშუალებები პაციენტებს გაუუმჯობესსებს ცხოვრების ხარისხს და გაუმარტივებს რეაბილოტაციის პროცესს.
რა უნდა გავითვალისწინოთ პროდუქციის შეძენისას?
საჭირო საშუალებების შეძენისას გასათვალისწინებელია ავადმყოფის საჭიროებები და ჯანმრთელობის მდგომარეობა, რადგანაც ყველა საშუალება განსხვავდება ერთმანეთისაგან, როგორც წონის დატვირთვით ისე სიმაღლით. ავერსში წარმოდგენილი ქარამედის ბრენდის ყავარჯნები დამზადებულია ხარისხიანი მასალისაგან და არის რეგულირებადი.
თვითგადაადგილებადი საშუალებები
თვითგადაადგილებადი საშუალების შერჩევა საპასუხისმგებლო საქმეა. თუ ხარისხიან პროდუქციას ეძებთ, რომელიც დიდხანს მოემსახურება პაციენტს, უნდა გაითვალისწინოთ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა და საჭიროებები. თვითგადაადგილების საშუალებები ერთმანეთისგან განსხვავდებიან წონის დატვირთვით, ფერებით, სიმაღლით და ა.შ. ასევე უნდა გაითვალისწინოთ,რომ ზოგიერთი მათგანი ქოთნითაა, ზოგი კი - ქოთნის გარეშე.
ავადმყოფის თვითგადაადგილებად საშუალებას გააჩნია ორი საყრდენი, სიმაღლეში რეგულირებადი და კეცვადი.
აქვს 2 საყრდნელი და დამზადებულია ალუმინის მასალისგან.
მინიმალური სიმაღლე 81 სანტიმეტრია, მაქსიმალური კი - 99 სმ.
ავადმყოფის თვითგადაადგილებადი საშუალება ქოთნით - ქრომირებული და კეცვადია.
მინიმალური სიმაღლე - 65 სმ, მაქსიმალური - 75 სმ. 4 საბურავი და ქოთანი აქვს.
ყავარჯნები და გადასაადგილებლები შეგიმსუბუქებთ ფეხების სიმძიმესა და დაღლილობას. იდეალურია იმ შემთხვევაში, თუ მჯდომარე ცხოვრების წესი გაქვთ, ასევე გამოიყენება ხანდაზმულობისათვის ან სხვადასხვა ტრამვების შემდგომ განსაკუთრებული მოვლის შემთხვევებში.
თუ გამოვიყენებთ სწორად შერჩეული საშუალებებს, ეს საგრძნობლად შეამსუბუქებს მოცემულ მდგომარეობას, რითაც გავიუმჯობესებთ ცხოვრების ხარისხს. ასეთი საშუალებებიდან ერთერთი არის ყავარჯენი.
მე-19-ე საუკუნის მიწურულს ხელოვნური სახსრისათვის თემისტოკლეს გლუკმა გამოიყენა სპილოს ძვალი. პაციენტთათვის ყავარჯნები აუცილებელი ტექნიკური დახმარებაა დისპლაზიური კოქსართროზისას (სახსრის განუვითარებლობა), რევმატოიდული ართრიტისას, ასევე კოქსართროზისას.
ყავარჯნებზე იღლიებით დაყრდნობა არ შეიძლება, რადგანაც შესაძლებელია დაზიანდეს ნერვები, ამიტომ ნერვებზე ზეწოლისაგან გამოწვეული დაზიანების თავიდან ასაცილებლად. იდაყვები ოდნავ უნდა მოიხაროს, ეს თავიდან ავაცილებს ნერვების დაზიანებას. ასევე, ისინი გულმკერდის სიმაღლეზე უნდა იყოს და სხეულის სიმძიმე უნდა გადავიტანოთ ხელებზე, ასევე მისი რეზინის ბოლოები საჭიროებისას უნდა გაიწმინდოს ზედაპირზე სრიალის ეფექტის თავიდან ასაცილებლად . ადამიანის სხეულში განარჩევენ სფერულ ( მხრის და მენჯ- ბარძაყის), ჭაღისებრს( მუხლის და იდაყვის) , ელიფსურს ( მაჯის და ყბის) , ბრტყელ (მაჯა) და უნაგირა ორღერძიან (ცერა თითის პირველი ფალანგის) სახსრებს. მენისკი მუხლსა და რამდენიმე სხვა სახსარში მდებარე ხრტილის ფირფიტაა, რომელსაც ამორტიზატორის ფუნქცია გააჩნია. თავისუფლად მოძრავი ანუ სინოვიალური სახსრის კომპონენტია ჰიალინური ხრტილი, რომელიც ამცირებს ხახუნს. სასახსრე ჩანთა ერთგვარი კაფსულაა რომლის შიგა აპკი სინოვიალურ სითხეს გამოიმუშავებს. მყესები კუნთების დაბოლოებებია მეორე ბოლოთი ძვალზე მტკიცედ მიმაგრებული. ბურსა სითხით სავსე ჩანთაა (აბგა) , რომელიც სახსარში შეიძლება რამდენიმე იყოს . იგი ამცირებს ძვალს , მყესსა და იოგებს შორის ხახუნს. ჰიპერმობილურ სახსრებს სუსტი იოგები აქვთ. ასეთ ადამიანს ადვილად ემართება ართრიტი (სახსრის ანთებითი პროცესი). ენეტიკური წინასწარგანწყობა, ჭარბი წონა, ტრავმები, ინფექციები, მძიმე სამუშაოები აზიანებს სახსარს, ზოგჯერ იწვევს ოსტეოართრიტს (ძვლების სასახსრე ზედაპირების დაშლა და ძვალის გაშიშვლება). ასეთ მძიმე მდგომარეობას ამსუბუქებს ,,ქარამედი“-ს ყავარჯნები, ხელჯოხები, პოსტოპერაციული და ოპერაციამდელი გადასაადგილებელი ეტლები და გადასაადგილებლები.
არსებობს როგორც იღლიის ისე იდაყვის ყავარჯნები, ისინი რეგულირებადია და შესაძლებელია სასურველი სიმაღლის შერჩევა. ტრამვის შემდგომ ფეხის ნაკლებად დატვირთვისათვის აუცილებელია მისი გამოყენება, ასევე სასურველია მისი გამოყენება ქირურგიული ჩარევის შემდგომ პრეიოდშიც, რათა თავიდან იქნეს აცილებული სხვადასხვა გართულებები.
იდაყვის ყავარჯნის გამოყენება მეტ ძალას მოიითხოვს და გამოცდილი პაციენტებისთვის უფრო რეკომენდირებულია. უხეშ ან უსწორმასწორო რელიეფზე სტაბილური და ბევრად უფრო მოქნილია.
ქარამედის რეგულირებადი ყავარჯნები ადვილად გადაადგილდება
არის მსუბუქი, მაგრამ მტკიცე მობილობის დამხმარე საშუალება
კომფორტული სახელურები ადვილად დასაჭერია
სიმაღლის რეგულირებადი ყავარჯნები დამზადებულია სპეციალურად ისეთი პრინციპით, რომ მომხამრებელს მისცეს შეღავათი მისი გამოყენებისას.
რეგულირებადი ყავარჯნები არის მსუბუქი მობილურობის დამხმარე საშუალებები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათი მანევრირება მარტივია, და ამავე დროს შეუცვლელი საშუალებაა დამოუკიდებელი ცხოვრებისათვის.
მსგავსი მსუბუქი დამხმარე საშუალებები საშუალებას გაძლევთ ფოკუსირება მოახდინოთ თქვენს ყოველდღიურ ამოცანებზე, გადაადგილდეთ უსაფრთხოდ და კომფორტულად.
ქარამედის რეგულირებადი ყავარჯნები აღჭურვილია სიმაღლეზე რეგულირებადი მკლავის მანჟეტებით, რაც საშუალებას გაძლევთ დააყენოთ ისინი თქვენთვის შესაფერის სიმაღლეზე, რაც გაძლევთ ხელების მოძრაობის სრულ თავისუფლებას.
გადაადგილების ამ საშუალებებს აქვთ კომფორტული, ადვილად დასაჭერი სახელური. ისინი ყოველდღიური ცხოვრების დამხმარე საშუალებაა, რომელიც შესაფერისია როგორც ხანმოკლე, ასევე გრძელვადიანი გამოყენებისთვის და მზადდება კლასიკურ ნაცრისფერ ფერში.
სათადარიგო რეზინის ძირები
გადასაადგილებლებზე, ყავარჯნებსა და ხელჯოხებზე რეზინის ძირის გაცვეთისას შესაძლებელია მისი იოლად შეცვლა ახლით. სატადარიგო რეზინის ძირი ადვილად მაგრდება დამხმარე საშუალებებზე, რაც აუმჯობესებს ხელჯოხებისა და ყავრჯნების სტაბილურობას
ეს სტანდარტული რეზინის ძირები დამზადებულია მოცურების საწინააღმდეგო მასალისაგნ, როდესაც თქვენ ასრულებთ თქვენს ჩვეულ ყოველდღიურ დავალებებს და ყოველდღიურ საქმიანობას, იგი უზრუნველყოფს უაღრესად მნიშვნელოვან უსაფრთხო საყრდენს.
რეკომენდაციები
იმ შემთხვევაში, თუ ახალი დაწყებული გაქვთ ყავრჯნის გამოყენება, თქვენთვის უფრო კომფორტული იქნება გამოიყენოთ იღლიის ყავარჯენი, ეს მეტად დაგეხმარებათ წონასწორობის შენარჩუნებაში, ჩვენ გირჩევთ გაიაროთ ექიმთან კონსულტაცია, რათა თავად შეგირჩიოთ თქვენთვის თქვენი პრობლემის შეასაბამისი ყავარჯენი.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების ცხოვრების წესის გაუმჯობესებისათვის საჭირო და აუცილებელია ეტლის მოხმარება, ჩვენი ეტლებით ნებისმიერ ამინდში შეძლებთ დაბრკოლებების გარეშე გადაადგილებას.
ავერსში წარმოდგენილი ქარამედის ბრენდის მიზანია რაც შეიძლება გაუმარტივოს ცხოვრება
შშმ პირებს. მექანიკური ეტლი უზრუნველყოფს ნებისმიერი ადამიანის პოტენციალის გამოსავლენად თანაბარი პირობების შექმნას და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირების მაქსიმალურ ჩართულობას საზოგადოებრივ საქმიანობაში.
ავერსში წარმოდგენილი შშმ ეტლები გამოირჩევა ხარისხით, სიმსუბუქითა და სხვადასხვა განსხვავებულ რელიეფზე გამავლობით. ქარამედის ეტლები დამზადებულია ინდივიდუალური საჭიროებებიდან გამომდინარე, რაც უფრო იოლს
ხდის მის სრულად მორგებას შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის ინდივიდუალურ საჭიროებებზე.
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ადამიანები იმსახურებენ დამოუკიდებელი და ღირსეული თანაცხოვრების უფლებას.
ჩვენი მიზანია ვუზრუნვეკყოთ ყველასთვბის თანაბარი უფლებები და თანაბარი შესაძლებლობები. სპეციალური საჭიროების პროდუქტები წარმოდგენილია ავერსის სააფთიაქო ქსელში საქართველოს ყველა რეგიონში. სასურველი პროდუქციის შეძენას შეძლებთ ვებ-გვერდის shop.aversi.ge საშუალებითაც.