საჩოგბურთო ტურნირ „ავერსის თასის“ დაჯილდოება

საჩოგბურთო ტურნირ „ავერსის თასის“ დაჯილდოება

  • 2022-10-27

ტრადიცია გრძელდება: საჩოგბურთო კლუბ „სიტი-სპორტის“ კორტებზე

მოზარდ ჩოგბურთელთა შორის ყველაზე პოპულარული შეჯიბრების, "ავერსის

თასის“, საშემოდგომო ტურნირი გაიმართა, 26 ოქტომბერს კი გამარჯვებულები საზეიმოდ

დააჯილდოეს.

დაჯილდოების ცერემონიალის დაწყებამდე  „სიტი-სპორტის“ დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგო ტრაგიკულად დაღუპული ახალგაზრდა ჩოგბურთელის მარიტა
მეფარიშვილის ხსოვნას.

„ავერსის თასი“ მოზარდ სპორტსმენებს შორის დიდი პოპულარობით სარგებლობს.

ამჯერად ტურნირში 140-ზე მეტმა ქართველმა და უცხოელმა ჩოგბურთელმა

მიიღო მონაწილეობა.

დაჯილდოებას არაერთი საპატიო სტუმარი ესწრებოდა, მათ შორის

- საერთაშორისო საჩოგბურთო ექსპერტი ალეშ ფილიპჩიჩი, რომელმაც „ავერსის“ წარმომადგენლებთან ერთად გამარჯვებულებს სერტიფიკატები,

მედლები და ტურნირის მთავარი ჯილდო - „ავერსის თასი“ გადასცა.

„ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის

ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ პრიზიორებს გამარჯვება

მიულოცა და აღნიშნა, რომ „ავერსის“ საჩოგბურთო ტურნირი 2011 წლის შემოდგომიდან წელიწადში ორჯერ იმართება. მონაწილეობის

სურვილს ყოველწლიურად უფრო და უფრო მეტი მოზარდი გამოთქვამს, რადგან ტურნირი

ყოველთვის უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული და შესანიშნავი სტარტია

საერთაშორისო ასპარეზზე გასასვლელად.

 

2022 წლის საშემოდგომო ტურნირის პრიზიორები გახდნენ:

წითელი ჯგუფი:

1. თეკლა შარაბიძე

2. ნუცა ლომთათიძე

3. დემეტრე ნაჭყებია

ნარინჯის გუნდი, გოგონები:

1. მარიამ აბრამიძე

2. ქეთევან ჩახვაშვილი

3. ქეთო შარაბიძე

ნარინჯის გუნდი, ვაჟები:

1. გიორგი მოძმანაშვილი

2. ერეკლე კირვალიძე

3. თედო შარაბიძე

10 წლამდე გოგონები:

1. მართა სამხარაძე

2. კირა ზოლოტარევა

3. ელენე ქალდანი

10 წლამდე ვაჟები:

1. ნიკოლოზ ნასრაშვილი

2. გიორგი მოძმანაშვილი

3. თომა ბაკურაძე

12 წლამდე გოგონები:

1. მარიამ მამულაშვილი

2. ელიზავეტა პეტროჩენკო

3. ანასტასია ჩეშევა

12 წლამდე ვაჟები:

1. დემეტრე ნავროზაშვილი

2. ზუკა ყაჭეიშვილი

3. ლაზარე სუთიაშვილი

14 წლამდე გოგონები:

1. ლიზი გორგოძე

2. ნუცა გიორგაძე

3. ქეთი მოძმანაშვილი

14 წლამდე ვაჟები:

1. ალექსანდრე ჭელიძე

2. ანდრია ხარებავა

3. თემურ ხუროძე

16 წლამდე ვაჟები:

1. ნიკოლოზ მეფარიძე

2. ნიკოლოზ ფურმედამედი

ჩვენც ვულოცავთ გამარჯვებას ახალგაზრდა ჩოგბურთელებს და უფრო და უფრო მეტ წარმატებას ვუსურვებთ.

გააზიარე: