საფეხბურთო ტურნირი "ფეფეს თასი“, რომელიც კავკასიის უნივერსიტეტში 2018 წლიდან ყოველწლიურად ტარდება, წლეულს ოქტომბერში გაიმართა და მასში მონაწილეობა უნივერსიტეტის ყველა სკოლის 400-ზე მეტმა სტუდენტმა მიიღო. ტურნირის სპონსორმა, კომპანია „ავერსმა“ პირველ, მეორე და მესამე ადგილზე გასულ გუნდებს დაჯილდოების მასშტაბურ ღონისძიებაზე „მენქეივისა“ და „დერმედიკის“ სასაჩუქრე ნაკრებები გადასცა.
კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტური და ორგანიზაციული ღონისძიებების სამსახურის ხელმძღვანელმა მერი ხვიჩიამ გვითხრა, რომ ჩემპიონატი კავკასიის უნივერსიტეტის სტუდენტის, გიორგი ნიშნიანიძის (ფეფეს) სახელს ატარებს:
- გამარჯვებულებს წამახალისებელი საჩუქრებით ვაჯილდოებთ, მათ შორის ფულადი პრიზებით, თუმცა, წელს პირველად ჩვენი საფეხბურთო ლიგის სპონსორი „ავერსი“ გახლდათ და მან ოცდაათივე გამარჯვებულს არაჩვეულებრივი სიურპრიზები მოუმზადა.
კომპანია „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ გამარჯვებულებს წარმატება მიულოცა და აღნიშნა, რომ „ავერსი“ახალგაზრდულ ჩემპიონატებსა და სპორტულ ღონისძიებებს მუდმივად უჭერს მხარს, რადგან „ავერსის“ საზრუნავი სწორედ თითოეული ჩვენგანის ჯანმრთელობა და ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციაა.