19 სექტემბერს კომპანია „ავერსის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

19 სექტემბერს კომპანია „ავერსის“ ადამიანური რესურსების მართვის სამსახურმა მონაწილეობა მიიღო თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში სწავლის დაწყებისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში.

  • 2022-09-30

ღონისძიებაში. ღონისძიების ფარგლებში ფარმაცევტული ფაკულტეტის პირველკურსელებს კომპანიის სახელით სტუდენტობა მიულოცა „ავერსის“ სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ.

აკადემიურ სტრუქტურებთან და, კერძოდ, თსსუ-თან თანამშრომლობა „ავერსის“ ერთ-ერთი პრიორიტეტია. ამას ისიც მოწმობს, რომ უკვე წლებია, თსსუ-ის ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებს შეუძლიათ, აკადემიური პროგრამით გათვალისწინებული პრაქტიკული სწავლება კომპანია „ავერსში“ გაიარონ.

ღონისძიების დასასრულს ფარმაცევტული ფაკულტეტის თითოეულმა პირველკურსელმა „ავერსისგან“ საჩუქრად მიიღო ევროპული კოსმეტიკური ბრენდების რჩეული პროდუქცია.

გააზიარე: