ავერსული ჯომარდობის მეორე დღე: ხალისი, გართობა, ადრენალინი

ავერსული ჯომარდობის მეორე დღე: ხალისი, გართობა, ადრენალინი

  • 2022-08-05

ტრადიციული ავერსული ჯომარდობა  30-31 ივლისს გაიმართა, პირველ დღეს – “ავერსი-ფარმას”, “ავერსი-რაციონალის” და სადაზღვევო კომპანია “ალფას” თანამშრომლებისთვის, მეორე დღე კი “ავერსის კლინიკის”, ქირურგიის ეროვნული ცენტრის,  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, “მედალფას” და “მედკაპიტალის” თანამშრომლებისთვის გაიმართა.

მეორე დღეს კი ადგილები ასე განაწილდა: პირველი ადგილი ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა დაიკავა, მეორე – “მედალფას”, ხოლო მესამე – აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის გუნდმა. თიმბილდინგში საუკეთესოდ ქირურგიის ეროვნული ცენტრის გუნდმა იასპარეზა.

ლაშა ბაზაძე, ქირურგიის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორი, გუნდის კაპიტანი:

–  ჩვენი კლინიკიდან რამდენიმე გუნდი ასპარეზობდა და ბედნიერი ვარ, რომ ჩემმა გუნდმა პირველობა არავის დაუთმო. გასული წლების განმავლობაშიც რამდენიმეჯერ მოვიპოვეთ პირველი ადგილი. გამარჯვება ძალიან გვინდოდა, ამიტომ წინა წლების გამოცდილება გავითვალისწინეთ და შეჯიბრებისთვის საგანგებოდ მოვემზადეთ. ნავებშიც ტაქტიკური მომზადების მიხედვით გავნაწილდით და არა  თანამდებობისა თუ სპეციალობის მიხედვით. ძალისხმევა თიმბილდინგში გამარჯვებითაც დაგვიფასდა.

შესანიშნავი დღე იყო, მადლობა “ავერსს”, პირადად ბატონ პაატა  კურტანიძეს და ლალი ბრეგვაძეს, რომლის დამსახურებითაც ყველაფერი ბრწყინვალედ იყო ორგანიზებული. ვფიქრობ, ასეთი აქტივობები ყველა ადამიანისთვის მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით კი ექიმებისთვის.

დღის მიწურულს კი გამარჯვებულთა დაჯილდოება,  ჯგუფ Scartlet Band-ის კონცერტი და ცეცხლოვანი შოუ მოჰყვა.

“ავერსის” ფერად ისტორიაში კიდევ ერთი ლამაზი ფურცელი ჩაიწერა.

გააზიარე: