„ავერსის“ ექსკლუზიური ბრენდის საპრეზენტაციოდ საქართველოში საქმიანი ვიზიტით იმყოფებოდა „აჰავას“ ვიცე-პრეზიდენტი და საერთაშორისო დონის ტრენერი იდით განდელმანი, რომელმაც სააფთაიქო ქსელის პარაფარმაცევტებისთვის სამდღიანი მასტერკლასი ჩაატარა.
„აჰავა“ პრემიუმ კლასის ბრენდია, რომელიც მუდმივად ვითარდება და სიახლეებს გვთავაზობს. ის სწორედ “ავერსის“ დამსახურებით გაიცნო ქართველმა მომხმარებელმა. როგორც „აჰავას“ ვიცე-პრეზიდენტმა აღნიშნა, „ავერსთან“ თანამშრომლობა არა მხოლოდ საქმიანი კოლაბორაცია, არამედ ერთგული მეგობრობა და პარტნიორობაა, რაც ძალიან ეამაყებათ:
- „ავერსის“ წარმომადგენლების პროფესიონალიზმი და საქმისადმი დამოკიდებულება აღმაფრთოვანებს. ისინი შესანიშნავად იცნობენ ჩვენს ბრენდს და მაქსიმალურად ზუსტ, კომპეტენტურ ინფორმაციას აწვდიან მომხმარებელს. ახალი პროდუქციის საპრეზენტაციოდ ჩამოვედი და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ „ავერსი“ სანდო და ერთგული პარტნიორია.
„ავერსი-ფარმას“ იმპორტის განვითარების მენეჯერმა ვერა ვარდუაშვილმა აღნიშნა, რომ სამდღიან ტრენინგზე პარაფარმაცევტებმა მიიღეს დეტალური ინფორმაცია ბრენდის სიახლეების, ახალი ხაზებისა და უპირატესობების შესახებ, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს, რომ მომხმარებელს კიდევ უფრო კომპეტენტური კონსულტაცია გაუწიონ.
„აჰავა“ პრემიუმ კლასის პროდუქციას სთავაზობს როგორც ქალბატონებს, ასევე მამაკაცებს. მკვდარი ზღვის მინერალებით მდიდარი კოსმეტიკური საშუალებები ქართველი მომხმარებლის რჩეული და ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი პროდუქციაა.