14 ივლისს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთათვის საზეიმო გამოსაშვები ღონისძიება გაიმართა, სადაც საქართველოში მოქმედი ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლებიც იყვნენ მიწვეული.
როგორც კომპანია „ავერსის“ HR სამსახურის ხელმძღვანელმა ეკა მჭედლიშვილმა აღნიშნა, „ავერსსა“ და საქართველოს სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტს შორის გაფორმებული მემორანდუმის ფარგლებში კომპანია აქტიურად თანამშრომლობს ფარმაციის ფაკულტეტთან და სტუდენტებს კარიერული წინსვლის შესაძლებლობას სთავაზობს:
- ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანატი ყოველწლიურად გვიწვევს გამოსაშვებ ღონისძიებაზე, სადაც მომავალი ფარმაცევტების წახალისების, მოტივაციის ამაღლების მიზნით, სიამოვნებით ვმონაწილეობთ. კურსდამთავრებულები არიან როგორც ქართული, ასევე ინგლისურენოვანი სექტორიდან. წარმატებულ სტუდენტებს ჩვენს კომპანიაში სტაჟირების, სწავლის, განვითარების და დასაქმების პერსპეტივა აქვთ. ფარმაცევტული სფერო ვითარდება, ჩვენი ქსელიც მუდმივად ფართოვდება და, რა თქმა უნდა, ეს თანამშრომლობა ორმხრივად სასარგებლოა.
„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი გამოირჩევა კვალიფიციური კადრებითა და მომსახურების მაღალი დონით. აქ მუდმივად ზრუნავენ თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეზე.