ქართული ფოლკლორის ტრადიციული ფესტივალის მიზანია ქართული ხალხური შემოქმედებისა და თვითშემოქმედების პოპულარიზაცია, უცნობი ნიმუშების შეკრება და საზოგადოებისათვის გაცნობა.
,,არტ-გენი 2022-ის '' ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება თბილისის ეთნოგრაფიულ მუზეუმში 15-დან 24 ივლისის ჩათვლით.
15 ივლისი / 19:00 სთ. - ანსამბლები: ,,მესხეთი'' და ,,სუხიშვილები'';
16 ივლისი / 19:00 სთ. - ,,გორდელა'' და ,,გაგა ფრანი'';
17 ივლისი / 19:00 სთ. - ,,ადილეი'', ,,ჰოროლი'' და ,,REGGAEON'';
22 ივლისი / 19:00 სთ. - ,,ქალილო'', ,,აფხაზეთი'' და ნინო ქათამაძე & Bend;
23 ივლისი / 19:00 სთ. - ,,ძირიანი'' და სანდრო ნიკოლაძე & ბენდი;
24 ივლისი / 19:00 სთ. - ,,ბერიკაცები''/ ლელა თათარაიძე / ტრიო ,,კესანე'' და ,,33ა''.
ავერსი მხარს უჭერს ეროვნული სულისკვეთების განმამტკიცებელ ყველა წამოწყებას.