"ავერსის თასის" საგაზაფხულო ტურნირი 16 წლამდე მოზარდებისთვის სამწლიანი პაუზის შემდეგ პირველად გაიმართა; 4 ივნისს გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალიც შედგა.
- შეჯიბრი ხუთ ასაკობრივ კატეგორიაში ჩატარდა. 210 მონაწილე გვყავდა, როგორც საქართველოდან, ასევე ყაზახეთიდან, ბელორუსიდან, ესპანეთიდან... "ავერსთან" 2010 წლიდან ვთანამშრომლობთ - ტურნირი წელიწადში ორჯერ იმართება. "ავერსი" კვლავაც მხარში გვიდგას და დაჯილდოების ცერემონიალსაც ნამდვილ დღესასწაულად აქცევს ხოლმე - აღნიშნა "სითი-სპორტის" დირექტორმა მიხეილ ბუთხუზმა.
"ავერსი-ფარმას" გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ "ავერსის თასის" საჩოგბურთო ტურნირი ყველაზე პოპულარულია მოზარდებს შორის და ამ შეჯიბრში მონაწილეთათვის გამარჯვება კარგი სტარტია მსოფლიო რანგის ასპარეზობებზე გამოსასვლელად.
2022 წლის საგაზაფხულო ტურნირის პრიზიორები გახდნენ:
- 5-დან 8 წლამდე ასაკის ბავშვთა შორის - ალექსანდრე ჭუმბურიძე;
- 8-დან 9 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ანა ბერაძე, ვაჟთა შორის - თედო შარაბიძე;
- 9-დან 10 წლამდე გოგონათა შორის - მართა სამხარაძე, ვაჟთა შორის - მათე ნავროზაშვილი;
- 12 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - მარიამ მამულაშვილი, ვაჟთა შორის - ლაზარე სუთიაშვილი;
- 14 წლამდე ასაკის გოგონათა შორის - ელენე ხუბუა, ვაჟთა შორის - ალექსანდრე ჭელიძე;
16 წლამდე ასაკის