„ავერსის კლინიკა“–ში ჩატარდა კონკურსის შედეგების განხილვა ახალი მრავალპროფილური კლინიკის  დაპროექტებაზე.

„ავერსის კლინიკა“–ში ჩატარდა კონკურსის შედეგების განხილვა ახალი მრავალპროფილური კლინიკის დაპროექტებაზე.

  • 2014-07-31

კომპანია ავერსი  ინფექციური საავადმყოფოს  ტერიტორიაზე გეგმავს მრავალპროფილური კლინიკის  აშენებას 500 საწოლზე.  ეს იქნება  ერთ-ერთი ყველაზე დიდი მრავალპროფილური კლინიკა საქართველოსა და ამიერკავკასიაში, რომელშიც ჩაიდება 50 მილიონი დოლარის ინვესტიცია.  ამ პროექტს კომპანია ავერსი განახორციელებს უცხოელ პარტნიორებთან ერთად.  კლინიკის შესარჩევად გამოცხადდა კონკურსი და 31 ივლისს „ავერსის კლინიკა“–ში  მოხდა  კონკურსის შედეგების განხილვა  და გამოცხადდა გამარჯვებულები.

კონკურსში მონაწილეობა შეეძლო ნებისმიერ დიპლომირებულ არქიტექტორს. კონკურსი ჩაითვლებოდა შემდგარად, თუ საკონკურსოდ წარდგენილი იქნებოდა ხუთი ან მეტი პროექტი. წარმოდგენილი იქნა 15 პროექტი.

საკონკურსო კომისია დაკომპლექტებული იყო ავერსის წარმომადგენლებისგან და არქიტექტორებისგან, რომლებმაც გამოავლინეს  სამ  საუკეთესო ესკიზური პროექტი. კონკურსში გამარჯვებულთათვის დაწესებული იყო:
ერთი I პრემია - 5000 ლარი, გაიმარჯვა პროექტმა ნომრით 786222, ავტორები  ლერი და დავით  გოშაძეები.
ერთი II პრემია - 3000 ლარი; გაიმარჯვა პროექტმა ნომრით 972514, ავტორები  ეკატერინე აბაკელია და გაიოზ ხაჭაპურიძე.
ერთი III პრემია - 1000 ლარი. გაიმარჯვა პროექტმა ნომრით 738261, ავტორი ლადო შონია.

გააზიარე: