2 ივლისს ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში შეერთებული შტატების საელჩოში სადღესასწაულო ღონისძიება გაიმართა, რომელიც ამერიკის სავაჭრო პალატის მიერ იყო ორგანიზებული. ამ ღონისძიების ერთ-ერთი სპონსორი ფარმაცევტული კომპანია „ავერსი“ გახლდათ. ბრენდი წარმოდგენილი იყო საკუთარი სივრცით და სხვადასხავა მარკეტინგული აქტივობით. ღონისძიებაზე მიწვეულ სტუმრებს შეეძლოთ გაცნობოდნენ ინფორმაციას კომპანიის საქმიანობისა და პროდუქციის შესახებ.
„ავერსის“ სივრცეს, ასევე, სტუმრობდა ამერიკის შეერთებული შტატების ელჩი კელი დეგნანი, რომელმაც დიდი ინტერესი გამოხატა კომპანიის აქტივობების მიმართ, რის შესახებაც აღნიშნა კიდეც „ავერსი-ფარმას“ მმართველ დირექტორთან, ირაკლი ქსოვრელთან საუბრისას.
- ამერიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია 1776 წელს გამოქვეყნდა და ეს თარიღი ყოველწლიურად საზეიმოდ აღინიშნება. საქართველოში ამერიკის საელჩოში გამართული სადღესასწაულო ღონისძიების სპონსორი წლეულსაც კომპანია „ავერსი“ გახლავთ. ღონისძიებაში კერძო სექტორის მონაწილეობა ბიზნესის მხარდაჭერასა და წახალისებას ისახავს მიზნად. „ავერსი“ მსოფლიოს წამყვან ფარმაცევტულ კომპანიებთან თანამშრომლობს და საქართველოს დიპლომატიურ კორპუსთან მჭიდრო კავშირი ამ ურთიერთობების გაღრმავებას კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს - აღნიშნა „ავერსი-ფარმას“ მმართველმა დირექტორმა.
აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებას ესწრებოდნენ: საზოგადოების სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, აშშ-ის საელჩოს და საქართველოში აკრედიტებული სხვა ქვეყნების დიპლომატები, ასევე პარლამენტის წევრები.