„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე

„ავერსის“ მორიგი წარმატება ბიზნესრეიტინგის დაჯილდოებაზე

  • 2022-07-01

მედიაჰოლდინგ "ჯორჯიან თაიმსის" მიერ ორგანიზებული ბიზნესრეიტინგის რიგით XXII  დაჯილდოება 29 ივნისს საგურამოში, „სევსამორა რეზორტი და სპას“  კომპლექსში გაიმართა. საზეიმო გალა ღონისძიებაზე 2021-2022 წლის საუკეთესო კომპანიები, პროექტები და ბიზნესმენები, ინვესტორები და მედია საშუალებები კომპეტენტურმა ჟიურიმ და კერძო სექტორის წარმომადგენლებმა გამოავლინეს.

„ჯორჯიან თაიმსის“ მიერ ორგანიზებულ დაჯილდოების ცერემონიალზე  წლეულს „ავერსს“, როგორც საქართველოს ეკონომიკის მტკიცე საყრდენს,  მორიგი ჯილდო გადაეცა ულტრათანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის, ასევე, დასაქმებაში შეტანილი წვლილისთვის. 

"ავერსი", როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული და პროგრესზე ორიენტირებული კომპანია, ნაციონალური ბიზნესრეიტინგების მუდმივი მონაწილეა.  2017-2018 წლის რეიტინგის მიხედვით მას საუკეთესო კომპანიის სტატუსი  ხვდა წილად და გრან-პრი - ბიზნესის ეროვნული ჯილდო, ხელნაკეთი და ექსკლუზიური კომპოზიცია „ბოლნური ჯვარი“ გადაეცა, რომელიც ძვირფასი ლითონებისა და ქვებისგან არის დამზადებული.

ტრადიციულ ბიზნესრეიტინგის საზეიმო გალა ღონისძიებას სამინისტროების, მერიის, მთავრობის, საელჩოების, სავაჭრო პალატის, მედიის წარმომადგენლები და ეკონომიკის ექსპერტები ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის პირველი სადღესასწაულო ღონისძიება 1995 წელს ჩატარდა.  მას შემდეგ, მაღალი რეპუტაციიდან გამომდინარე, ის მუდმივად იწვევს მედიის და საზოგადოების დიდ ინტერესს.

ბიზნესრეიტინგში მონაწილეობამ კი, არა ერთ კომპანიას და ბიზნესმენს მისცა წინსვლის და განვითარების მეტი პერსპექტივა.

გააზიარე: