„ავერსმა“ სპორტული კლუბის წევრები  დაასაჩუქრა

„ავერსმა“ სპორტული კლუბის წევრები დაასაჩუქრა

  • 2022-06-16

„ავერსის“ სპორტული კლუბი კომპანიის თანამშრომლებით დაკომპლექტებულ მინიფეხბურთისა და კალათბურთის გუნდებს აერთიანებს. კლუბის დაარსებიდან 5 წლის განმავლობაში „ავერსელებმა“ არაერთი გამარჯვება იზეიმეს.

14 ივნისს „ავერსის“ კლუბის წევრები კომპანიის ხელმძღვანელობასთან ერთად საზეიმო ვახშამზე შეიკრიბნენ.  „ავერსი-ფარმას“ გენერალურმა დირექტორმა ირაკლი ფურცელაძემ აღნიშნა, რომ პანდემიის გამო შეწყვეტილი ტრადიცია აღდგა  და „ავერსის“ სპორტსმენებთან  შეხვედრები კვლავ რეგულარულად გაიმართება:

- „ავერსის“ გუნდები აქტიურად მონაწილეობენ სამოყვარულო ტურნირებში. სამწუხაროდ, პანდემიამ წლეულს  ხელი შეუშალა კალათბურთის ტურნირის დასრულებას, თუმცა მინიფეხბურთის ბრინჯაოს ლიგა რეგულაციების დაცვით ჩატარდა და  „ავერსის“ გუნდი SBM თასს დაეუფლა. 

საზეიმო შეხვედრაზე „ავერსის“ სპორტული კლუბის წევრებს „მენქეივის“ სასაჩუქრე ნაკრებები, სიგელები და სერტიფიკატები გადაეცათ, ბრინჯაოს ლიგის თასის მფლობელ  გუნდს  კი კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა - ორდღიანი ვიკენდი „ვილა მოსავალში“, სადაც მათ მინიფეხბურთის მოედანი და განტვირთვისათვის შესანიშნავი გარემო დახვდებათ.

„ავერსი“ ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციას აქტიურად უჭერს მხარს და ამის მაგალითი არიან კომპანიის თანამშრომლებიც, რომლებიც თავისუფალ დროს ხშირად უთმობენ სპორტულ აქტივობებს.

გააზიარე: