27 წელი სიყვარულით

27 წელი სიყვარულით

  • 2021-11-01

14 ნოემბერს კომპანია „ავერსს“ 27 წელი უსრულდება.

„ავერსი“ თავდაპირველად მხოლოდ სააფთიაქო ქსელთან ასოცირდებოდა,  დღეს კი ის საქართველოს ყველაზე მსხვილი დამსაქმებელი და ჯანდაცვის სფეროს ლიდერია.

„ავერსი“ მოიცავს:

  •  „ავერსი-ფარმას“ - ძირითად კომპანიას, რომელიც აერთიანებს 286 აფთიაქს და ამარაგებს საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარს;
  •   ფარმაცევტულ საწარმო „ავერსი-რაციონალს“, რომელიც 200-ზე მეტი დასახელების პროდუქტს აწარმოებს;
  •   სადაზღვევო კომპანია „ალფას“;
  •  კლინიკათა ქსელ „ავერსის კლინიკას“;
  •  მედალფა ჰოსპიტალურ ქსელს რეგიონებში ;
  •  კ. ერისთავის სახელობის ექსპერიმენტული და კლინიკური ქირურგიის ეროვნულ ცენტრს;
  •  კლინიკა „ახალ სიცოცხლეს“;
  •  აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკას.

„ავერსში“ 10 000-ზე მეტი  ადამიანია დასაქმებული და მას მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის ბიუჯეტში.

„ავერსი“ განუწყვეტლივ ვითარდება და ცდილობს, მსოფლიოს წამყვან ქვეყნებში დანერგილი მედიცინის მიღწევები საქართველოს მოსახლეობისთვისაც ხელმისაწვდომი გახადოს.

„ავერსი“ მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე კომპანიაა და მრავალ საქველმოქმედო პროექტს ახორციელებს, რომელთა უმრავლესობა ეროვნული მნიშვნელობისაა.

27 წელი სიყვარულით „ავერსი“.

 

გააზიარე: