"ავერსი" დასაქმების ფორუმის აქტიური მონაწილეა

  • 2021-07-30

დასაქმების სააგენტო HR hub-ისა და studentjob.ge-ს ორგანიზებით 29 ივლისს დედაენის ბაღში ფესტივალი Tbilisi Jobs გაიმართა. ღონისძიების მიზანი სამსახურის მაძიებლების დამსაქმებლებთან დაკავშირება და დასაქმების ხელშეწყობა გახლდათ.

ფესტივალზე დასაქმების მსურველებს შესაძლებლობა მიეცათ, შეხვედროდნენ წარმატებული კომპანიების HR მენეჯერებს, გასაუბრებოდნენ მათ და მოესმინათ სპიკერების გამოსვლა სხვადასხვა ორგანიზაციის წინადადებებსა და ვაკანსიებზე, თითოეული მათგანის კონკურენტულ უპირატესობებზე, სამუშაო გარემოსა და პირობებზე. კანდიდატები კი მათთვის საინტერესო კითხვებს უსვამდნენ დამსაქმებლებს. ფორუმზე აქტიური ვაკანსიები წარადგინა სამოცზე მეტმა კომპანიამ. მათ შორის იყო "ავერსიც".

ფორუმის მნიშვნელობასა და შედეგებზე ვესაუბრეთ კომპანია "ავერსის" HR სამსახურის ხელმძღვანელს ეკა მჭედლიშვილს:

- დასაქმების ფორუმებში ყოველთვის აქტიურად ვმონაწილეობთ. არც HR hub-ის ფესტივალი ყოფილა გამონაკლისი. ასეთი ღონისძიებები შესანიშნავი შესაძლებლობაა საუკეთესო, მოტივირებული და კვალიფიციური კადრების მოსაზიდად. ამასთან, მსგავს ფორუმებზე იზრდება კომპანიების ცნობადობა, იკვეთება მათი სამუშაო პირობები და უპირატესობები. სასიამოვნოა ისიც, რომ ვაკანსიის მაძიებლები "ავერსის" ლოგოს დანახვისას თავად მოდიან ჩვენთან, რადგან გვიცნობენ როგორც ერთ-ერთ ყველაზე სტაბილურ და საიმედო ჰოლდინგს.

"ავერსში" დღეს ათი ათასზე მეტი ადამიანია დასაქმებული, თუმცა კომპანია განუწყვეტლივ ფართოვდება და ახალ სამუშაო ადგილებს ქმნის.

გააზიარე: