ქართული ხალხური რეწვისა და შემოქმედების ფესტივალმა "არტ-გენმა" წლეულს მეთვრამეტედ უმასპინძლა ფოლკლორულ ჯგუფებს, შემოქმედ ადამიანებს, კულინარებს, ხელოვანებს... მისი წარმდგენი, წელს პირველად, ფარმაცევტული კომპანია "ავერსი" გახლდათ. ფესტივალი ეთნოგრაფიულ მუზეუმში გაიმართა. ღონისძიების შესახებ და ფესტივალის მნიშვნელობაზე მის ორგანიზატორს, სოლომონ გოგაშვილს ვესაუბრეთ:
- "არტ-გენის" ძირითადი კონცეფცია ქართულ ყოფით ცხოვრებაში ასახული მუსიკის, რეწვის, ქორეოგრაფიის, კულინარიის პოპულარიზაცია გახლავთ. ფესტივალი უკვე მეთვრამეტედ გაიმართა, რაც დასტურია იმისა, რომ ის პოპულარობით სარგებლობს.
პანდემიისა მიუხედავად, სტუმრები და მონაწილეები საქართველოს ყველა რეგიონიდან გვყავდნენ. ყოველდღიურად 4-5 ფოლკლორული ანსამბლი გვთავაზობდა საინტერესო საკონცერტო ნომრებს. მაყურებელი უდავოდ კმაყოფილი დარჩა.
წლეულს პირველად ფესტივალის წარმდგენია ფარმაცევტული კომპანია "ავერსი". მინდა, მადლობა გადავუხადო მას მხარდაჭერისთვის. "ავერსის" ჩართულობა აისახა ფესტივალის ორგანიზებაზეც, მასშტაბურობაზეც და, ვფიქრობ, ეს თანამშრომლობა მომდევნო წლებში გაგრძელდება.
"არტ-გენი" ეროვნული მნიშვნელობის პროექტია, რადგან კულტურა და ხელოვნება ერთ-ერთი ძირითადი ხაზია ქვეყნის პოპულარიზაციის მიმართულებით. ცოცხალი მუსიკა და ყოფით ცხოვრებაში ასახული ფოლკლორი გამორჩეულ ყურადღებას იპყრობს. მინდა ბევრმა კომპანიამ მიბაძოს "ავერსს" და მხარში დაგვიდგნენ ქვეყნისთვის ასეთ მნიშვნელოვან საქმეში.