"ავერსი" "არტ-გენი 2021-ის" წარმდგენია

  • 2021-07-19

16 ივლისს "არტ-გენის" რიგით მეთვრამეტე ფესტივალი ეთნოგრაფიული მუზეუმში ღია ცის ქვეშ გაიხსნა და სტუმრებს 25 ივლისამდე უმასპინძლებს. ქართული ხალხური რეწვისა და შემოქმედების ზეიმის წარმდგენი, წლეულს პირველად, კომპანია "ავერსი" გახლავთ. საორგანიზაციო გუნდმა მუზეუმში სპეციალური კუთხე გახსნა, სადაც მისულ სტუმრებს გემოვნებით მორთული  ავერსული ეზო,   ბრენდირებული  სავარძლები  და გულღია მასპინძლები ხვდებიან.  "ავერსი" თითოეულ სტუმარს მოვლის საშუალებებით და ექსკლუზიური კოსმეტიკური პროდუქციით ასაჩუქრებს.

"ავერსის" რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა ლალი ბრეგვაძემ აღნიშნა, რომ კომპანია ეროვნული მნიშვნელობის ყველა პროექტის გულშემატკივარია, სწორედ ამიტომ, სიამოვნებით ამოუდგა მხარში ფესტივალის ორგანიზატორებს და  ნიჭიერ, შემოქმედ ადამიანებს.

ეწვიეთ ავერსულ ეზოს, აქ  კომფორტულლად, ოჯახურ გარემოში იგრძნობთ თავს და ისიამოვნებთ ფესტივალის საკონცერტო პროგრამით.

გააზიარე: