"ავერსის" ახალი, ლამაზი აფთიაქი ჯიქიას ქუჩაზე

  • 2021-06-30

დღეიდან თბილისელების ჯანმრთელობას  კიდევ ერთი თანამედროვე სტანდარტების აფთიაქი მოემსახურება. "ავერსის" ახალი ფილიალი ჯიქიას ქუჩის მოსახლეობას პროდუქციის მრავალფეროვან არჩევანს და კვალიფიციური ფარმაცევტების დახმარებას შესთავაზებს.

აფთიაქი მომხმარებლის კომფორტზეა გათვლილი. ფართო, ელეგანტურ, კონდიცირებულ დარბაზში განლაგებულია ღია კუნძულები ბავშვთა მოვლისა და კვების, სხეულის მოვლისა და ჰიგიენის საშუალებებით, კოსმეტიკური პროდუქციით. არის მყუდრო დასასვენებელი კუთხე მომხმარებლისთვის და  მობილური ტელეფონის დასამუხტი უსადენო მოწყობილობები.

კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა, ბატონმა პაატა კურტანიძემ, ფარმაცევტებს აფთიაქის გახსნა მიულოცა და უსურვა, მომხმარებლები იქ წამლებზე ხშირად მოვლის საშუალებების საყიდლად შესულიყვნენ.

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის დირექტორის, ეკა ბურძენიძის თქმით, კომპანიის მიზანია, აფთიაქის თითოეულმა სტუმარმა იგრძნოს, რომ აქ მის კომფორტსა და სიმშვიდეზე ზრუნავენ.

იმისთვის, რომ ხარისხიანი პროდუქცია მომხმარებლისთვის კიდევ უფრო ხელმისაწვდომი იყოს, კომპანია, ტრადიციულად, ბევრ ფასდაკლებას და აქციას გეგმავს.

გააზიარე: