ჟურნალი “ავერსი” 10 წლისაა

ჟურნალი “ავერსი” 10 წლისაა

  • 2014-06-18

ეს ლამაზი თარიღი ჟურნალმა რესტორან “ტერასაში” აღნიშნა. იუბილეზე მიწვეულები იყვნენ პარტნიორი კომპანიები, საპატიო რესპონდენტები და, უბრალოდ, ჟურნალის მეგობრები.

ჟურნალს იუბილე მიულოცა ბატონმა პაატა კურტანიძემ, კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა და თავად ჟურნალის დაარსების ინიციატორმა, რომელიც ამაყობს, რომ გამოცემამ დროს გაუძლო. “დაარსების დღიდან ჟურნალის მთავარი მიზანი იყო და დღემდე ასეთად რჩება მოსახლეობაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრება. ხშირად მიხდიან მადლობას ადამიანები, რომლებმაც ჟურნალში ამოკითხული რჩევები წარმატებით გამოიყენეს. ვიმედოვნებ, ჟურნალი “ავერსი” კიდევ მრავალი წლის განამვლობაში დააინტერესებს მკითხველს”, - ბრძანა ბატონმა პაატამ.
ჟურნალის მუშაობის შეჯამების შემდეგ, ტრადიციისამებრ, სტუმრებისთვის სახალისო ვიქტორინა გაიმართა, სადაც დაისვა კითხვები ჟურნალის სხვადასხვა რუბრიკით დაბეჭდილი სტატიებიდან.
განსაკუთრებული მხიარულება მოჰყვა ლატარიას. გათამაშდა “ავერსის” 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი, სარეკლამო კომპანიების მიერ დაწესებული პრიზები: 50 ლარის სასაუბრო დრო “ჯეოსელის” ქსელში, ტაილანდური მასაჟის აბონემენტი “ლოტუსისგან”, “სალუსის” კოსმეტიკური მომსახურების პაკეტი, “სუფთა წყლის” მიერ “ბინულის” სასმელი წყლით 6-თვიანი უფასო მომარაგება (დასადგამი აპარატით), მალამოების კომპლექტი “თურმანიძე +”-ისგან, ჰიგიენის საოჯახო საშუალებები “ჯი-სი”-სგან, მაკიაჟი მარინა საფრონოვასგან, “ომრონის” წნევის აპარატი.
თავის მხრივ, “ავერსმაც” მიართვა მადლიერების ნიშნად საჩუქრები პარტნიორ კომპანიებს, ექიმებსა და ფარმაცევტებს, წვეულების დასასრულს კი ყველა სტუმარი ჟურნალის უახლესი ნომრით დასაჩუქრდა.
სტუმრებმა ჟურნალ “ავერსის” მიმართ თავიანთი კეთილგანწყობა გამოხატეს და აღნიშნეს, რომ მათთვის სასიხარულოა ასეთ საინტერესო, სანდო, ინფორმაციულ და მაღალი პოლიგრაფიული დონის გამოცემასთან თამნამშრომლობა.

გააზიარე: