წყნეთში

წყნეთში "ავერსის" აფთიაქი გაიხსნა

  • 2021-02-16

16 თებერვალს წყნეთში "ავერსის" აფთიაქი გაიხსნა. დედაქალაქისთვის ეს კომპანიის ას მეოცე აფთიაქია, მთელი საქართველოს მასშტაბით კი "ავერსის" სააფთიაქო ქსელი 272 ფილიალს აერთიანებს.

ქსელის ხელმძღვანელმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, რომ აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით მომხმარებლებს სიურპრიზები ელით. თვის ბოლომდე აქ წარმოდგენილ სრულ ასორტიმენტზე ყოველდღიური ფასდაკლება გავრცელდება. ამასთან, 30%-იანი ფასდაკლება იმოქმედებს "ავერსის" ექსკლუზიურ ბრენდებზე.

აფთიაქი თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად არის მოწყობილი. არის ბავშვთა კვების, მოვლისა და ჰიგიენის საშუალებების კუთხე. დარბაზში განლაგებულია კუნძულები, სადაც მომხმარებლებს თავად შეეძლებათ სასურველი კოსმეტიკური პროდუქციის შერჩევა. მათ ფარმაცევტებისა და კონსულტანტების კვალიფიციური გუნდი მოემსახურება.

გააზიარე: