ავერსული წვეულება ქუთაისში

ავერსული წვეულება ქუთაისში

  • 2020-02-17

“ავერსის” სააფთიაქო ქსელის რეგიონის თანამშრომლების კორპორაციული წვეულება ქუთაისში, რესტორან “გრანდ პალასში” გაიმართა. წვეულებაზე მთელი დასავლეთ საქართველოს, გორისა და ხაშურის აფთიაქების თანამშრომლები შეიკრიბნენ. პაატა კურტანიძემ, კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა, მისალმებისას მოკლედ შეაფასა გასული წელი. სტუმრებს მალხაზ კურტანიძეც მიესალმა, რომელიც წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა “ავერსის“ სააფთიაქო ქსელის წარმომადგენლობას ქუთაისში.

მერე კი სააფთიაქო ქსელის რეგიონის თანამშრომლები მთელი წლის განმავლობაში გაწეული შრომისთვის დააჯილდოეს. გამარჯვებულებს პრიზები სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ და სათავო ოფისის სხვა თანამშრომლებმა გადასცეს.

ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტები აღმოჩდნენ მაკა სიჭინავა ბათუმიდან, ლელა კვესელავა მარტვილიდან და თეა ღვანიძე ზესტაფონიდან; ყველაზე გულისხმიერები - თინათინ ბრეგაძე ქუთაისიდან, თამილა ბერიძე ბათუმიდან და ფიქრია გვალია ზესტაფონიდან. პროფესიონალებად აღიარეს ნანა ჯაფარიძე ქუთაისიდან, ნინო ქოჩუა ზუგდიდიდან და ცისანა ხაჯიშვილი ბათუმიდან. საუკეთესო დებიუტისთვის დაჯილდოვდნენ ფარმაცევტი შორენა ანანიევი ბათუმიდან და ამბროლაურის აფთიაქის გამგე სოფიო ვახტანგაძე. საუკეთესო გამგეების ტიტული მოიპოვეს თეა კაპანაძემ ( ზესტაფონი), ნათია სვინტრაძემ (ქუთაისი) და ნინო ხასაიამ (მარტვილი).

ყველაზე მიზანსწრაფულ გუნდად ბათუმის მეოთხე აფთიაქის გუნდი დაასახელეს, ყველაზე ერთსულოვნად კი – ქუთაისის მესამე აფთიაქისა.

პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტებად მიიჩნიეს სოფიო ქათამაძე და სოფიკო მდინარაძე ბათუმიდან და თამარ გოგელაშვილი ქუთაისიდან. რეგიონში არამედიკამენტების საუკეთესო წარმომადგენლად დასახელდა ჟანა სანაძე.

ყველაზე მეტი მომხმარებელი 2019 წელს სენაკის პირველ აფთიაქს ჰყავდა. საუკეთესო აფთიაქების წოდება კი არავის დაუთმეს ზუგდიდის მესამე, გორის მეორე, ქარელის, წყალტუბოსა და სამტრედიის პირველმა აფთიაქებმა.

ბაზის საუკეთესო თანამშრომლად დასახელდა ნიკა მამასახლისი (ქუთაისი), საუკეთესო მესაჭედ - ჭაბუკი აბჟანდაძე (თერჯოლა), დაცვის საუკეთესო თანამშრომლად – იაგო ვარშანიძე (ბათუმი), საუკეთესო დიასახლისად კი ნინი შანიძე (ბათუმი).

ნომინაციაში "მომხმარებელთა იმედი" დაჯილდოვდნენ გიორგი მურუსიძე (ქუთაისი), ცისანა კალანდაძე (ჩოხატაური), ლელა გაბაძე (საჩხერე), ქეთევან ქემერტელიძე (ჭიათურა), ლია ურიდია (სამტრედია), ნინო მზარელუა (ბათუმი) და მადონა იობიძე (ქუთაისი).

"ავერსის" წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პრიზი გადაეცათ ირინე დოღონაძეს, გოჩა ფურცხვანიძეს, თამაზ ყანთელაძეს და ანა ამაღლობელს ქუთაისიდან, მარიკა ჭელიძეს წყალტუბოდან, თინათინ ერისთავს ხაშურიდან და რუსუდან ბერაიას წალენჯიხიდან.

დასაჩუქრდნენ მომხიბვლელი ქალბატონებიც. ყველაზე ელეგანტურად აღიარეს ირმა არახამია სენაკიდან, ხოლო "მის ავერსი" ოზურგეთელი სოფიკო მეგენეიშვილი გახდა.

ავერსელების მიერ შესრულებული მუსიკალური ნომრები, გოჩა ფურცხვანიძის დიზაინით შექმნილი მოძრავი სპირალიანი ტორტი, სახალისო თამაშები... ამ დაუვიწყარი საღამოთი დასრულდა ჰოლდინგ "ავერსის" შემაჯამებელი წვეულებები, ავერსელები კი, როგორც ყოველთვის, ახალ გამოწვევებს წარმატებით უმკლავდებიან.

გააზიარე: