22, 23 და 24 მაისს "ავერსის კლინიკაში" ჩატარდა რეგიონალური მასშტაბის საერთაშორისო სემინარი ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში. მასტერკლასი კომპანია "შტორზ"-ის ორგანიზებით შედგა. მოწვეულნი იყვნენ მსოფლიო დონის ქირურგი-გინეკოლოგები, რომლებმაც ათამდე სასწავლო-საჩვენებელი ოპერაცია ონლაინ რეჟიმში ჩაატარეს და წაიკითხეს ლექციები თემებზე: "თანამედროვე ლაპაროსკოპია", "თანამედროვე მიდგომა ენდომეტრიოზის მკურნალობისას", "პროლაფსის ლაპაროსკოპიული მკურნალობა", "გართულებები ლაპაროსკოპიული ოპერაციისას", "ლაპაროსკოპიული რეკონსტრუქციული ოპერაციები საშვილოსნოზე", "ლაპაროსკოპიული ოპერაციები სასქესო ორგანოების განვითარების ანომალიებზე" და "ლაპაროსკოპიული მიდგომები ტკივილის მკურნალობისას".
სემინარს უძღვებოდა კლერმონ-ფერანის ლაპაროსკოპიის საერთაშორისო სასწავლო ცენტრის დირექტორი რევაზ ბოჭორიშვილი. ის საფრანგეთში უკვე 21 წელია მოღვაწეობს. მისი ორგანიზებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში სასწავლო სემინარები ტარდება, სადაც დამსწრეებს ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის დარგში თანამედროვე მიღწევებსა და სიახლეებს აცნობენ.
ბატონი რევაზი აღნიშნავს, რომ საქართველოში ყოველი მისი ვიზიტი ემოციური და მნიშვნელოვანია:
_ ჩემი საქმიანობის ერთ-ერთი ძირითადი მიმართულება სწავლება და გამოცდილების გაზიარებაა. ხშირად ვმოგზაურობ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. საქართველოშიც პერიოდულად ჩამოვდივარ, ოპერაციებსაც ვაკეთებ. თუმცა, აქ, ასეთი მასშტაბის სემინარი პირველად გაიმართა. მინდა მადლობა ვუთხრა "ავერსის კლინიკის" ხელმძღვანელობას და უნდა აღვნიშნო, რომ ოპრაციები მართლაც უმაღლეს დონეზე ჩატარდა, რაც, უპირველეს ყოვლისა, თანამედროვედ აღჭურვილი საოპერაციოს და იმ შესანიშნავი პირობების დამსახურებაა, რაც "ავერსის კლინიკაში" დაგვხვდა.
სემინარს უძღვებოდა ასევე ოტის სახელობის სამედიცინო კვლევითი ინსტიტუტის პროფესორი ვიტალი ბერეჟინი. მისი თქმით, ეს სემინარი ორი რამის გამოა აღსანიშნავი:
_ პირველყოვლისა იმით, რომ ერთად შეიკრიბა სხვადასხვა ქვეყნისა და კლინიკის წარმომადგენელი, შეხვედრა უმაღლეს დონეზე გახლდათ ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, ეს სემინარი მათ პროფესიულ საქმიანობაში ძალიან გამოად
გებათ. მეორეს მხრივ, საინტერესოა იმითაც, რომ სემინარს არ აქვს ერთჯერადი ხასიათი, ის სისტემატური გახდება და ორგანიზატორი კომპანიების ხელშეწყობით ყოველწლიურად გაიმართება. იმედი მაქვს, რომ თითოეული დამსწრესთვის ეს საკმაოდ პროდუქტიული და სანტერესო სასწავლო კურსი იქნება.
კონფერენციაზე დასწრების სურვილი 100-ზე მეტმა ექიმმა გამოთქვა. მას ესწრებოდნენ გინეკოლოგები მთელი საქართველოს მასშტაბით, ასევე სტუმრები აზრებაიჯანიდან, რუსეთის სამხრეთ რეგიონებიდან, სომხეთიდან და ყაზახეთიდან.
ავერსის კლინიკის გენერალურმა დირექტორმა დიმიტრი ჯორბენაძემ აღნიშნა, რომ საქართველოში სამედიცინო სფერო მაღალ დონეზეა განვითარებული. ამიტომ კომპანია "შტორცმა" რეგიონალური სემინარისთვის არჩევანი სწორედ ჩვენს ქვეყანაზე შეაჩერა. ამასთან, "ავერსის კლინიკა" უმაღლესი დონის აპარატურით გახლავთ აღჭურვილი, რაც სემინარის თანამედროვე სტანდარტების შესატყვისად ჩატარების საშაულებას იძლევა.
_ კონფერენცია საკმაოდ წარმომადგენლობითია... მასშტაბურია და უდაოდ პროდუქტიულიც. სემინარი მიზნად ისახავს როგორც თეორიული კურსის გავლას, ასევე პრაქტიკულ სწავლებასაც _ დამსწრეები პირდაპირ ეთერში უნიკალური ოპერაციის მიმდინარეობას ადევნებენ თვალყურს, ისმენენ ქირურგის კომენტარებს _ ის უხსნის აუდიტორიას რა კეთდება, როგორ, რა მიზნით... ეს თანამედროვე მიდგომებია ლაპაროსკოპიულ გინეკოლოგიაში. უნდა აღვნიშნო, რომ ბატონი რევაზ ბოჭორიშვილის როლი ამ სემინარის ორგანიზებასა და საზოგადოდ, ლაპაროსკოპიული გინეკოლოგიის განვითარებაში დიდია. სასიამოვნოა, რომ ამ რანგის სპეციალისტი თავის გამოცდილებას, ცოდნას ჩვენი რეგიონისა და სხვა ქვეყნების სპეციალისტებსაც უზიარებს.
ავერსის კლინიკის ექიმმა გინეკოლოგმა მარიკა ჯაფარიძემ აღიშნა, რომ სამდღიანი სემინარისთვის სპეციალურად შეირჩა ათამდე პაციენტი, რომლებსაც სხვადასხვა დიაგნოზით ოპერაციული ჩარევა ესაჭიროებოდათ:
_ ლაპაროსკოპიული მეთოდით ურთულესი და უნიკალური მანიპულაციების მიმდინარეობას ვაკვირდებოდით. მათ შორის წარმატებით ჩატარდა ისეთი იშვიათი ოპერაცია, როგორიც გახლავთ საშვილოსნოს ტანის კიბოს დროს მცირე მენჯის ლიმფოდისექცია. სემინარი ყოველწლიურ ხასიათს მიიღებს. ჩვენს კლინიკაში გასული წლის ნოემბერშიც საინტერესო სემინარი შედგა _ ჰისტეროსკოპიაში. მომავალში ამ თე
მაზეც კიდევ უფრო მასშტაბური სემინარები გაიმართება.
სემინარი კავკასიის რეგიონისთვის იყო გათვლილი, თუმცა მას სტუმრები სხვა ქვეყნებიდანაც ესწრებოდნენ. ყაზახეთიდან 8 ექიმი ჩამოვიდა. როგორც სტუმრებმა აღნიშნეს, მცირე მასშტაბის მასტერკლასები მათთან უკვე წლებია ტარდება და სწავლებამ ყაზახეთის ექიმების ცოდნის დონე საგრძნობლად გაზარდა. კიდევ უფრო სერიოზულ შედეგს უნდა ველოდეთ საქართველოშიც.
ვესაუბრეთ აზერბაიჯანის მედიცინის მეცნიერებათა დოცენტს, გინეკოლოგ
ისლამ მაგალოვსაც:
_ ეს სწორედ ის შემთხვევაა, როცა სასიამოვნო და სასარგებლო ერთმანეთს შესანიშნავად ერწყმის. თბილისი ძალიან ლამაზი ქალაქია, საოცრად დადებითი ემოციით ვარ დატვირთული. ამასთან პროფესიონალური თვალსაზრისით კიდევ უფრო მეტად განვითარების საშუალება მოგვეცა. ხშირად ვსტუმრობთ ევროპას და მსგავს სემინარებს ვესწრებით. უნდა აღვნიშნო, რომ ავერსის კლინიკის ბაზა მათ სტანდარტებს უდაოდ ესადაგება. სემინარი მართლაც უმაღლეს დონეზეა ორგანიზებული _ საკმაოდ რთული ოპერაციების მიმდინარეობას ვაკვირდებოდით და თანამედროვე ჩარევების მთელი კურსი გავიარეთ. ისეთი პროფესიონალებისგან, როგორებიც ბატონი ბოჭორიშვილი, ვიტალი ბერეჟინი და სხვანი არიან, ბევრი რამის სწავლა შეიძლება.
ავერსის კლინიკამ სემინარს უმაღლეს დონეზე უმასპინძლა. ამ რანგის კონფერენციები კლინიკაში ტრადიციად იქცა.
"ავერსის კლინიკა" გისურვებთ ჯანმრთელობას.