“ავერსის” სააფთიაქო ქსელმა 2019 წელი შეაჯამა

“ავერსის” სააფთიაქო ქსელმა 2019 წელი შეაჯამა

  • 2020-01-23

“ავერსის” კორპორაციული წვეულებების ტრადიცია უკვე ჩვიდმეტ წელს ითვლის. ამ ხნის განმავლობაში „ავერსის“ თანამშრომელთა რიცხვი ისე გაიზარდა, რომ დარბაზები ყველა მსურველს ვეღარც კი იტევს. თბილისისა და ახლომდებარე რეგიონების სააფთიაქო ქსელის შვიდასამდე თანმშრომელი 12 იანვარს “ივენთ გრანდ მეტეხში“ შეიკრიბა.

კომპანია “ავერსის” დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ მადლობა გადაუხადა თანამშრომლებს გაწეული შრომისთვის და საუკეთესოები სიგელებით, ფულადი პრიზებით და მოგზაურობით დააჯილდოვა. განვლილი წელი სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემაც შეაჯამა და გამარჯვებულთა უმრავლესობას პრიზები პირადად გადასცა.

ყველაზე მოღიმარ ფარმაცევტებად დაასახელეს ეკატერინე ჯვარშეიშვილი, თეა ფირცხალაიშვილი და მარიტა ცინცაძე (I, II, III ადგილები).

ყველაზე გულისხმიერები აღმოჩნდნენ გვანცა ჯიქია, ვიოლეტა ჩხიკვაძე და ნინო გაბისონია.

ყველაზე პროფესიონალებად აღიარეს ხათუნა ფოფხაძე, ხათუნა მიქაძე და ლალი შალიბაშვილი.

არამედიკამენტური პროდუქციის საუკეთესო კონსულტანტებისთვის განკუთვნილი ჯილდო ნათია ბაბილუას, მაგდა რიჟამაძეს და მაკა სხულუხიას ერგოთ.

ფარმაცევტის საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოეს ქეთევან კვაჭანტირაძე და ნათია მამფორია, ხოლო გამგის საუკეთესო დებიუტისთვის – ნანა ღლონტი.

საუკეთესო გამგეების სტატუსი მიენიჭათ ლალი წამალაშვილს, თინათინ ღვანიძესა და სოფიო გოგოლაძეს.

ყველაზე ერთსულოვანი აღმოჩნდა აფთიაქ “ფიროსმანის” გუნდი, ყველაზე მიზანსწრაფული – “ხომლელისა”, ხოლო საუკეთესო აფთიაქებისთვის განკუთვნილი პრიზი “დიღომმა”, “დადიანმა” და “სმარტმა” მიიღეს.

სააფთიაქო ქსელის საუკეთესო უფროს მენეჯერად გალაქტიონ ლაგვილავა დაასახელეს, მერე კი ჯერი რეგიონებში მომუშავე ფარმაცევტებზე მიდგა.

ყველაზე გულისხმიერები აღმოჩნდნენ ნინო სამსონიძე ახალციხიდან, როკო ორთოიძე დმანისიდან და იზოლდა სუხიაშვილი – ასევე ახალციხიდან. ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტისთვის განკუთვნილი ჯილდო ერგო თინათინ ქველაძეს მარნეულიდან, ხოლო ყველაზე პროფესიონალისთვის - ნატალია კაპანაძეს ახალციხიდან.

არამედიკამენტების საუკეთესო კონსულტანტებად მიიჩნიეს ციცო ერგეშიძე ყვარლიდან, თეონა ზარდიაშვილი გურჯაანიდან და დარეჯან ხუციშვილი რუსთავიდან.

ყველაზე ერთსულოვანი – ახალქალაქის მესამე, ხოლო ყველაზე მიზანსწრაფული მარნეულის პირველი აფთიაქის გუნდი აღმოჩნდა.

საუკეთესო გამგის წოდება დაიმსახურა თელავის მეორე აფთიაქის გამგემ ნინო იმერლიშვილმა, საუკეთესო აფთიაქებად კი მარნეულის მეორე, სიღნაღისა და კასპის აფთიაქები მიიჩნიეს.

“ავერსი რაციონალის” კონკურსში გამარჯვებისთვის საზღვარგარეთ მოგზაურობით დააჯილდოეს ლალი დურგლიშვილი, თამარ ბლიაძე და ხათუნა გოგრიჭიანი, ხოლო ხათუნა თოლორდავა, ელისო გაბედავა,  მზია ფოლადაშვილი, მარგარიტა ოვაკიანი, ხატია ჯანგულაშვილი და ნინო ფირცხალაიშვილი - ვიქენდით სასტუმრო „პარაგრაფში“.

მომხმარებლის იმედად თბილისის აფთიაქებიდან აღიარეს ლარისა კიპაროიძე, დარეჯან კაპანაძე, ნათია სამხარაძე, ეკატერინე კეშელავა, ხათუნა ბიბილაშვილი, ნენო მურუსიძე, ქეთევან ებიტაშვილი, ქეთევან ქარსელაძე, მაია ნაუაშვილი, ზიტა ჯვარშეიშვილი, სოფიო ნარსია, შორენა ზანგური, ლიანა სიდამონიძე, ხოლო რეგიონების აფთიაქებიდან – ირინე ქშუტაშვილი (გურჯაანი), ამირან საბიაშვილი (გარდაბანი), თამარ სიმონიშვილი (წნორი) და თამარ ბერიაშვილი (ყვარელი).

“ავერსის” წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პაატა კურტანიძემ საზღვარგარეთ მოგზაურობით პირადად დააჯილდოვა მერი თავაძე, ნათელა აბულაძე, მერი ენდელაძე, ნინელი კუჭავა და დარეჯან ცინვაძე.

“მის ავერსის აფთიაქი-2019-ის” ტიტული მართლაც უმშვენიერეს ნინო ქებურიას ერგო.

დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია გრანდიოზულმა, ულამაზესმა ნაძვის ხის ფორმის ტორტმა. სცენაზე ცეცხლი დაანთეს და დარბაზიც აიყოლიეს ჯგუფებმა “ურსამ”, “ქუჩის ბიჭებმა” და “გუფი ლენდმა”, ხოლო მსახიობებმა ილო ბეროშვილმა და ნიკა გრიგოლიამ, რომლებიც ღონისძიებას უძღვებოდნენ, მოწყენის საშუალება არავის მისცეს.

გააზიარე: