აბასთუმნის ქუჩაზე

აბასთუმნის ქუჩაზე "ავერსის" განახლებული აფთიაქი გაიხსნა

  • 2019-12-18

სააფთიაქო ქსელის მოდერნიზება და ძველი აფთიაქების თანამედროვე სტანდარტების მიხედვით მოწყობა კომპანია "ავერსმა" წელიწად-ნახევრის წინ დაიწყო. თბილისში უკვე 100 აფთიაქი განახლდა, ხოლო რეგიონებში - 70. 18 დეკემბერს საზეიმოდ გაიხსნა კომპანიის კიდევ ერთი მოდერნიზებული აფთიაქი.

"ავერსის" აფთიაქი აბასთუმნის ქუჩაზე წლების განმავლობაში ემსახურებოდა ერთგულ მომხმარებელს. ოთხთვიანი სარემონტო სამუშაოების შედეგად განახლდა მისი ექსტერიერიც და ინტერიერიც. დარბაზი აღიჭურვა თანამედროვე განათებით, საპრეზენტაციო კუნძულებითა და სტენდებით. ახალი დიზაინისა და ინვენტარის წყალობით მომხმარებელი უფრო ადვილად ეცნობა აფთიაქში წარმოდგენილ პროდუქციას, მის უპირატესობებს და არჩევანის გაკეთება უადვილდება.

პაატა კურტანიძემ, "ავერსის" დამფუძნებელმა, კიდევ ერთხელ დაგვიდასტურა, რომ მომხმარებლის კომფორტი კომპანიის პრიორიტეტია.

- დღეს საზეიმოდ გაიხსნა კიდევ ერთი განახლებული, თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად მოწყობილი აფთიაქი, რომელიც მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, კომფორტსა და ხარისხიანი პროდუქციის მიწოდებაზე იზრუნებს, - აღნიშნა ბატონმა პაატამ და დასძინა, რომ ქსელის განახლება სადაცაა დასრულდება.

სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ კი შეგვახსენა, რომ დღის განმავლობაში განახლებულ აფთიაქში შესული ყოველი მომხმარებელი სასაჩუქრე ნაკრებს მიიღებს. გარდა ამისა, აფთიაქი მიმდინარე კვირის ბოლომდე გთავაზობთ უპრეცედენტო აქციებს პარაფარმაცევტულ ნაწარმსა და კოსმეტიკის ისეთ პოპულარულ ბრენდებზე, როგორიცაა "აჰავა", "დოლივა", "ენვიტა":

- განახლებული აფთიაქის გახსნის აღსანიშნავად გაიმართება გათამაშება - ყოველ მომხმარებელს, რომელიც დღის განმავლობაში რამეს შეიძენს ამ აფთიაქში, საღამოს შანსი მიეცემა, მოიგოს სოლიდური პრიზი: ნებულაიზერი, წნევის ელექტროაპარატი, სასწორი... მადლობას ვუხდით მომხმარებლებს ნდობისთვის, ერთგულებისთვის და ახალ აფთიაქში უამრავი სიურპრიზით ველოდებით.

განახლებული აფთიაქის პირველ მომხმარებლებსაც გავესაუბრეთ.

- მიხარია, რომ ჩვენს უბანში ეს შესანიშნავი აფთიაქი ფუნქციონირებს, - გვითხრა ქალბატონმა მარინა დვალმა, - წლებია, მისი მომსახურებით ვსარგებლობ. რემონტის შემდეგ აქ კიდევ უფრო სასიამოვნო გარემო დამხვდა.

ქალბატონმა ეკა ჩიხლაძემ კი აღნიშნა, რომ "ავერსი" დღეს ყველაზე სანდო სააფთიაქო ქსელია, რომელიც მუდმივად ზრუნავს მომხმარებლის ინტერესებზე და ეს ყოველ ნაბიჯზე იგრძნობა.

გააზიარე: