კომპანია „ავერსის“ კლინიკები „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდნენ

კომპანია „ავერსის“ კლინიკები „თეთრი ხალათების“ აქციას შეუერთდნენ

  • 2019-11-18

 „თეთრი ხალათების“ აქციას, რომელიც თბილისის ცენტრალური საავადმყოფოს ტრავმატოლოგ-ორთოპედის ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად მთელი საქართველოს მასშტაბით გაიმართა, ავერსელი ექიმებიც შეუერთდნენ. ერთად დგომით აქციის მონაწილეებმა საოკუპაციო ხაზთან ვაჟა გაფრინდაშვილის უკანონოდ დაკავება გააპროტესტეს.

აქციაში მონაწილეობა მიიღეს „ავერსის კლინიკის“, აკადემიკოს ვახტანგ ბოჭორიშვილის კლინიკის, კ. ერისთავის სახელობის ქირურგიის ეროვნული ცენტრის, „ახალი სიცოცხლისა“ და ჰოსპიტალური ქსელის „მედალფას“ ექიმებმა.

ვაჟა გაფრინდაშვილი ახალგორის რაიონში მძიმე მდგომარეობაში მყოფი პაციენტის სანახავად მიდიოდა, როდესაც ოკუპანტებმა დააკავეს. ამჟამად ის ცხინვალის იზოლატორში იმყოფება და  კატეგორიულ უარს აცხადებს, საზღვრის გადაკვეთა აღიაროს. მისი თქმით, საქართველოში, ქართულ მიწაზე იმყოფება.

გააზიარე: