ჰუალინგის დასახლებაში

ჰუალინგის დასახლებაში "ავერსის" აფთიაქი გაიხსნა

  • 2019-11-18

"ავერსის" სააფთიაქო ქსელის რიგით 257 აფთიაქი 15 ნოემბერს ვარკეთილში, ჰუალინგის დასახლებაში გაიხსნა.

გახსნასთან დაკავშირებით პირველ 100 მომხმარებელს გადაეცა სასაჩუქრე კოსმეტიკური ნაკრები. დღის ბოლოს მათთვის, ვინც "ავერსის" ახალ აფთიაქი შენაძენი გააკეთა დამატებით დასაჩუქრდნენ, სოლიდური საჩუქრებით.

როგორც "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ აღნიშნა, აფთიაქი ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნით გაიხსნა:

- 14 ნოემბერს 25 წლის იუბილე აღვნიშნეთ, თითოეული ავერსელი ბედნიერია, რომ ჩვენ ამდენი წელია ვმოღვაწეობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობის სადარაჯოზე. იმედი გვაქვს, რომ ჩვენი შრომით შევძლებთ მომხმარებელს მაქსიმალური კომფორტი შევუქმნათ - კვლავაც შევთავაზოთ მაღალი ხარისხის ფართო ასორტიმენტი და მაქსიმალურად ხელმისაწვდომი ფასები.

სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, რომ კომპანიამ საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით მომხმარებელს უამრავი სიურპრიზი მოუმზადა:

- აფთიაქის გახსნასთან დაკავშირებით არაერთი აქცია დავგეგმეთ. 100 მომხმარებელი კოსმეტიკური ნაკრებით დასაჩუქრდა, დღის ბოლოს 3 მომხმარებელს სოლიდური საჩუქრები გადაეცათ: მზია გოგოხია - ავტომატური წნევის აპარატი, ინგა ძერია - ნებულაიზერი, თინიკო თაბაგარი - სასწორი...

ამ აქციების გარდა მომხმარებელს კვლავ ელის უამრავი ფასდაკლება როგორც მედიკამენტებზე, ასევე პარაფარმაცევტულ ნაწარმზე. მინდა ყველას მადლობა გადავუხადო ერთგულებისთვის და ნდობისთვის.

ჰუალინგის დასახლებაში გახსნილ "ავერსის" ახალ აფთიაქში წარმოდგენილია მედიკამენტების სრული ასორტიმენტი, სხვადასხვა დასახელების სამკურნალო და  დეკორატიული კოსმეტიკა, ბავშვის კვების და მოვლის საშუალებების ფართო არჩევანი. მომხმარებელთა კომფორტისთვის აქ ყველა პირობაა შექმნილი.

გააზიარე: