23 სექტემბერს თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში, ახალი სასწავლო წლის დაწყების აღსანიშნავად არაერთი საზეიმო ღონისძიება გაიმართა. ამ ღონისძიებათა ფარგლებში უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის დეკანმა დალი ბერაშვილმა და პროფესორ-მასწავლებლებმა პირველკურსელებთან საგანგებო შეხვედრა გამართეს, გააცნეს მათ ფაკულტეტის ტრადიციები და პერსპექტივები, სასწავლო პროცესთან დაკავშირებული ზოგადი საკითხები.
შეხვედრაში მონაწილეობა მიიღეს კომპანია "ავერსის" ადამიანური რესურსების განყოფილების წარმომადგენლებმაც. მათ სტუდენტებს სასწავლო წლის დაწყება მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, ხოლო ფარმაცევტული ფაკულტეტის ხუთმა პირველკურსელმა, რომლებიც საუკეთესო შედეგით ჩაირიცხნენ: - ლია გურასპაშვილმა, თამარ ინაშვილმა, მამუკა იუსუპოვმა, ელიკო თოლორაიამ და გიორგი მგალობლიშვილმა, - კომპანიის 50-ლარიანი სასაჩუქრე ბარათები მიიღო.
"ავერსი" ყველა სტუდენტს წარმატებულ და ბედნიერ სასწავლო წელს უსურვებს!