ალბათ, გსურთ ლამაზი, თვალისმომჭრელი ღიმილი და ქათქათა კბილები გქონდეთ. დამეთანხმებით, ეს არც თუ იაფი ფუფუნებაა, რადგან სტომატოლოგიური სერვისი დღეს საქართველოში საკმაოდ ძვირადღირებულია. სადაზღვევო კომპანია "ალფა" უპრეცედენტო პროდუქტს გთავაზობთ, მისი ახალი ინიციატივა სტომატოლოგიურ მომსახურებას მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომს გახდის.
სტომატოლოგიური დაზღვევა არა თუ საქართველოში, არამედ მთელს ამიერკავკასიაში უპრეცედენტო შემთხვევაა. მსგავს პროდუქტს მხოლოდ ევროპაში თუ შეხვდებით. ჩვენს ქვეყანაში წარმოდგენილი სადაზღვევო კომპანიები, ჯანმრთელობის დაზღვევის მსურველებს სტომატოლოგიური მომსახურების ანაზღაურებას დღემდე მხოლოდ დანამატის სახით სთავაზობდნენ, ამასთან, დაფარვის პროცენტული მაჩვენებელი 30%-ს არ აღემატებოდა.
24 აპრილს "ალფას" ახალი პროდუქტის პრეზენტაცია შედგა: "დენტალი" სამი საფასო პრემიით გახლავთ წარმოდგენილი _ წლიური 200, 150 და 100 ლარიანი პაკეტით, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველთვიურად მხოლოდ 8, 12 ან 16 ლარის საფასურად სტომატოლოგიური მომსახურების ფართო სპექტრით სარგებლობის საშუალება გეძლევათ. სტომატოლოგიური მომსახურების მსგავსი ფასით დაზღვევა უპრეცედენტოა. მეორე პროდუქტი, რომელსაც "ალფა" სტომატოლოგიური დაზღვევის მსურველებს სთავაზობს "დენტალ ჯუნიორია", რომელიც სარძევე კბილების ამოჭრიდან მუდმივი კბილების ჩამოყალიბებამდე შესაძლო რისკების სრულ დაფარვას გულისხმობს.
კონკრეტულად, რა სერვისებს გვთავაზობს ახალი პროდუქტი, ამის შესახებ კომპანია "ალფას" გენერალური დირექტორი მაკა სოლოღაშვილი გვესაუბრება:
_ ჩვენი ახალი პროდუქტი მართლაც უპრეცედენტოა. პაკეტით გათვალისწინებულია 24 საათიანი საინფორმაციო სამსახურით სარგებლობა, დიაგნოსტიკური მომსახურება, გადაუდებელი და გეგმიური თერაპიული და ქირურგიული სტომატოლოგიური მომსახურება, დაზღვევის პროდუქტი ითვალისწინებს ისეთი ძვირადღირებული სერვისების დაფინანსებას, როგორც არის დენტალური იმპლანტაცია, ასევე ორთოპედიული და ორთოდონტიული სერვისები ბრეკეტ-სისტემით, ყბა-სახის ქირურგია, ესთეტიკური სტომატოლოგია _ კბილების გათეთრება, გაწმენდა... ახალი პროდუქტის წარმატებაში დარწმუნებულები ვართ, რადგან "ალფას" დაზღვეულებს მომსახურების მიღება უმაღლესი დონის სტომატოლოგიური კლინიკის "ნიუ-დენტის" ქსელში შეუძლიათ. აქ ხარისხი მართლაც უპირატესია, ამასთან, "ალფა" მუდმივად გააკონტროლებს მომსახურების დონეს, ჩვენი სურვილია, რომ "ალფაში" დაზღვეულებმა მხოლოდ უმაღლესი ხარისხის მომსახურება მიიღონ. საქართველოს მასშტაბით პროვაიდერი კლინიკების რიცხვი კიდევ უფრო გაიზრდება, თუმცა, შეგახსენებთ იმასაც, რომ გადაუდებელი სტომატოლოგიური მომსახურების მიღება ჩვენს დაზღვეულებს ნებისმიერ ლიცენზირებულ კლინიკაში შეუძლიათ.
კიდევ ერთი პირობა, რომელიც სტომატოლოგიური დაზღვევის მიღებას მოსახლეობისთვის ხელსაყრელს ხდის გახლავთ ის, რომ პროდუქტით სარგებლობა შეუძლია საყოველთაო დაზღვევით მოსარგებლე ადამიანებსაც და კორპორატიული დაზღვევის მქონე პირებსაც. "ალფას" ახალი პროდუქტით სარგებლობის მსურველებს სადაზღვევო პაკეტის შეძენა 25 აპრილიდან შეუძლიათ კომპანიის ოფისში მისამართზე ბაგრატიონის ქუჩა #6 ა. სასურველი პაკეტის მიღება კიდევ უფრო იოლი რომ იყოს, "ალფა" აგენტის ადგილზე მომსახურებასაც გთავაზობთ. ამისათვის უნდა დარეკოთ კომპანიის ცხელ ხაზზე 2 980808 ან 2 640640.
სტომატოლოგიური დაზღვევის პაკეტის მფლობელებს მომსახურების მიღება სადაზღვევო პერიოდის დაწყებისთანავე _ 1 მაისიდან შეუზღუდავად შეეძლებათ.
დაეზღვიეთ "ალფაში" და იზრუნეთ ჯანსაღ ღიმილზე.
„სადაზღვევო კომპანია ალფა“ უპრეცედენტო სტომატოლოგიურ პროდუქტს გთავაზობთ
- 2014-04-24