ფერადი წვეულება „ლისი-მერეში“

ფერადი წვეულება „ლისი-მერეში“

  • 2019-07-19

„ავერსმა“ ახალი პრემიუმკლასის ბრენდები წარადგინა

17 ივლისს „ლისი-მერეს“ ყვავილებით მოჩითული ფერადი ეზო ულამაზესი ჰანგებით იყო სავსე. გულღია და თავაზიანი მასპინძლები, ფრანგული, იტალიური და ქართული სასმელები, კამკამა ჰაერი... არაჩვეულებრივი ადგილი არაჩვეულებრივი კოსმეტიკის პრეზენტაციისთვის.

სულ ახლახან კომპანია „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში 90-98%-მდე ნატურალურ კომპონენტებზე დამზადებული თავის მოვლის საშუალებები გამოჩნდა: იტალიური „გუდქური“,  ფრანგული „ლილაროუზი“, ესპანური  „ბოდი ნატური“ (თმის მოსაცილებელ საშუალებათა სრულყოფილი სპექტრი ორივე სქესის ადამიანებისთვის), ფრანგული „1902 მილ ფლორი“.

წვეულებას „ავერსის“ რეკლამისა და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ლალი ბრეგვაძე და მსახიობი ილო ბეროშვილი უძღვებოდნენ. საგანგებოდ ამ დღისთვის იტალიიდან და საფრანგეთიდან ჩამოვიდნენ „გუდქურისა“ და „ლილაროუზის“ წარმომადგენლები და სტუმრებს თავიანთი პროდუქცია თავად გააცნეს.

იტალიური, ფრანგული თუ ქართული სიმღერები, რომლებიც ლიზა ბაგრატიონმა და ნატო მეტონიძემ შეასრულეს, მხიარულება, აჟიოტაჟი, ნაცნობების მოკითხვა, ბევრი სიცილი, ფოტოსესია... ყველაზე იღბლიანების დასაჩუქრება „ლალაროუზის“ ნაკრებით და „ავერსის“ ფიტნესცენტრის აბონემენტით... ულამაზესი ტორტი და ფეიერვერკი... განწყობა განუმეორებელი იყო, ხოლო გარემო – მართლაც საუკეთესო პრემიუმკლასის ევროპული ბრენდების გასაცნობად.

ფერადმა წვეულებამ კიდევ ერთხელ დაგვარწმუნა, რომ „ავერსი“ არა მხოლოდ ჯანმრთელობაზე, არამედ ჩვენს სილამაზეზეც ზრუნავს.

გააზიარე: