ზესტაფონში "ავერსის" აფთიაქი პირველად აღმაშენებლის ქუჩაზე 16 ნომერში 2005 წელს გაიხსნა და წლების მანძილზე ერთგულად ემსახურებოდა რაიონის მოსახლეობას. პროექტის ფარგლებში, რომელსაც "ავერსი" სააფთიაქო ქსელის მოდერნიზების მიზნით ახორციელებს, წლეულს ზესტაფონის #1 აფთიაქიც გარემონტდა.
განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია 6 ივლისს გაიმართა. დღეიდან ადგილობრივ მოსახლეობას თანამედროვე ინვენტარით აღჭურვილი აფთიაქი მოემსახურება.
მოდერნიზებული აფთიაქის პირველ მომხმარებლებს სასაჩუქრე ნაკრებები გადაეცათ. გავესაუბრეთ რამდენიმე მათგანს:
ელეონორა კაპანაძე: "ვიცოდით, რომ აფთიაქში რემონტი მიმდინარეობდა და მოუთმენლად ველოდით მის გახსნას. დღეს "ავერსის" აფთიაქში კიდევ უფრო მყუდრო და სასიამოვნო გარემოა. იგრძნობა, რომ "ავერსის" ხელმძღვანელობა ერთგულ მომხმარებელზე ზრუნავს და მათი კომფორტისთვის ყველა პირობას ქმნის".
ნათელა ჟორჟოლიანი: "პატარა ქალაქებში ახალი ამბები სწრაფად ვრცელდება. დღეს გავიგე თუ არა, რომ "ავერსის" აფთიაქი კვლავ გაგვიხსნეს, აქეთ გამოვეშურე. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. სასიამოვნოა, რომ ჩვენს პატარა ქალაქს ასეთი მოწესრიგებული, ლამაზი, თანამედროვე აფთიაქი ემსახურება".
როგორც სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, აფთიაქების განახლების პროექტი კვლავ გრძელდება და მოსახლეობისთვის უკვე კარგად ნაცნობი კიდევ არა ერთი აფთიაქის მოდერნიზება იგეგმება.