თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიება გაიმართა. მოწვეულ სტუმრებსა და ყოფილ სტუდენტებს უნივერსიტეტის ეზოში უამრავი სიურპრიზი ელოდათ. საზეიმო წვეულებაზე ფარმაციის კურსდამთავრებულთა პოტენციური დამსაქმებლები - საქართველოს ბაზარზე წარმოდგენილი ფარმაცევტული კომპანიები იყვნენ მიწვეულნი.
"ავერსის" სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ლალი დათეშიძემ ფარმაციის ფაკულტეტის კურსდამთავრებულებს მიულოცა სამედიცინო უნივერსიტეტის დამთავრება და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.
როგორც ქალბატონმა ლალიმ აღნიშნა კომპანია "ავერსისთვის" სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის კურსდამთავრებულები სასურველი და მნიშვნელოვანი კადრები არიან.
სტუდენტები ჩვენთან გადიან პრაქტიკულ სწავლებას - იძენენ პრაქტიკულ უნარ-ჩვევებს, რასაც უნივერსიტეტი თეორიული სწავლების ფორმატში ვერ ახორციელებს.
წელს დაახლოებით 40-მდე სტუდენტმა სასწავლო პრაქტიკა ჩვენს სააფთიაქო ქსელში გაიარა. ასევე ინგლისურენოვანი სექტორის სტუდენტებსაც ჰქონდათ შესაძლებლობა, რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელის მუშაობას გაცნობოდნენ.
დღეს კურსდამთავრებულთა საზეიმო ღონისძიებაა, რომელსაც ორგანიზება ადმინისტრაციამ გაუკეთა და "ავერსი" მოწვეულია როგორც ერთ-ერთი დამსაქმებელი, როგორც ფარმაცევტული ფაკულტეტის პარტნიორი კომპანია და თითოეულ კურსდამთავრებულს წარმატებასა და წინსვლას ვუსურვებთ. კომპანია ,,ავერსის“ წარმომადგენლმა რჩეულ კურსდამთავრებულებს საჩუქრები გადასცა.
კომპანია "ავერსი" ერთ-ერთი მსხვილი დამსაქმებელია საქართველოს ფარმაცევტულ ბაზარზე. ის დღეს ქვეყნის მასშტაბით 249 აფთიაქს აერთიანებს. "ავერსი" გამოირჩევა პროფესიონალი კადრებითა და მომსახურების მაღალი ხარისხით.