სოფელ დიღომში ავერსის აფთიაქი გაიხსნა

სოფელ დიღომში ავერსის აფთიაქი გაიხსნა

  • 2019-06-25

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელს კიდევ ერთი ფილიალი შეემატა - სოფელ დიღმის მოსახლეობას დღეიდან თანამედროვე, კომფორტული აფთიაქი მოემსახურება, სადაც   მედიკამენტების სრული სპექტრი და  პარაფარმაცევტული პროდუქციის  მრავალფეროვანი არჩევანი ყველაზე ხელმისაწვდომ ფასად გახლავთ წარმოდგენილი.

როგორც სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, სოფელ დიღომში აფთიაქის გასხნა მოსახლეობის მოთხოვნამ განაპირობა:

_ ჩვენი სურვილია,  ხარისხისანი პროდუქცია და კვალიფიციური ფარმაცევტების მომსახურება მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გავხადოთ. ამასთან, „ავერსის“ აფთიაქში შემოსულმა თითოეულმა სტუმარმა უნდა იგრძნოს, რომ აქ მათ კომფორტსა და სიმშვიდეზე ზრუნავენ.  „ავერსი“ მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეებს, სიურპრიზებსა და აქციებს, რომლებიც ქსელში წარმოდილი პროდუქციის ხელმისაწვდომობას უზრუნველყოფს.

 „ავერსის“ სააფთიაქო ქსელი დღეს საქართველოს მასშტაბით 248 აფთიაქს აერთიანებს. მისი  გაფართოების  და ძველი აფთიაქების მოდერნიზების პროცესი  მუდმივად მიმდინარეობს.

გააზიარე: