საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის სეზონურ ჩემპიონატში პირველობა "ავერსის" გუნდმა არავის დაუთმო.
წლეულს მან ფინალურ შეხვედრაზე "აბრაგანის" გუნდს, ანგარიშით: 84 -56 სძლია და უკვე მეორედ გახდა B დივიზიონის ჩემპიონი.
კომპანია "ავერსის" თანამშრომლებით დაკომპლექტებული საკალათბურთო გუნდი 2013 წელს შეიქმნა და უკვე 6 წელიწადია აქტიურად მონაწილეობს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ტურნირებში.
ვესაუბრეთ "ავერსის" საკალათბურთო გუნდის კაპიტანს დავით კალანდაძეს:
- ტურნირი, ტრადიციულად, საქართველოს კალათბურთის სამოყვარულო ლიგის ორგანიზებით გაიმართა, ის უკვე მეექვსე წელია ყოველწლიურად, მთლიანი სეზონის განმავლობაში მიმდინარეობს ხოლმე.
- წლეულს რამდენი კომპანიის წარმომადგენელი იღებდა ასპარეზობაში მონაწილეობას?
- ლიგა დაყოფილია 2 ნაწილად - A და B დივიზიონად. ჩვენ B დივიზიონში გაგვანაწილეს, სადაც ჯამში 8 გუნდი ასპარეზობდა.
- კიდევ რა გამარჯვებები ირიცხება "ავერსის" საკალათბურთო გუნდის ისტორიაში?
- B დივიზიონის ორგზის ჩემპიონები ვართ და სანამ ლიგა A და B დივიზიონებად დაიყოფოდა, ყოველთვის ვახერხებდით ფლეიოფში გასვლას, რაც 7 საუკეთესოთა შორის ყოფნას მოიაზრებს.
"ავერსი" ზრუნავს ცხოვრების ჯანსაღი წესის დამკვიდრებაზე და ამ პოლიტიკას თითოეული ავერსელი იზიარებს. სპორტული და აქტიური დასვენება კომპანიის თანამშრომლებისთვის ცხოვრების წესად იქცა.
ვულოცავთ "ავერსის" საკალათბურთო გუნდს მორიგ გამარჯვებას და კიდევ უფრო დიდ წარმატებებს ვუსურვებთ სპორტულ და პროფესიულ ასპარეზზე.