იყალთოს გორაზე მცხოვრებ მოსახლეობას სჭირო მედიკამენტის შესაძენად დღემდე საბურთალოს ცენტრალურ ნაწილში უწევდა სიარული. მოსახლეობის მრავალგზის მოთხოვნის გათვალისწინებით, ფანასკერტელის ქუჩაზე "ავერსის" სააფთიაქო ქსელის ახალი ფილიალი გაიხსნა და დღეიდან მათთვის ხარისხიანი მედიკამენტები და კვალიფიციური ფარმაცევტული მომსახურება ხელმისაწვდომი გახდა.
აფთიაქის წარდგენა მოსახლეობისთვის 5 მაისს სადღესასწაულო გარემოში მოხდა. პრეზენტაცია პომპეზურად მორთულ აფთიაქში გაიმართა, სადაც პირველ მომხმარებლებს საჩუქრები და შესანიშნავი ფურშეტი ელოდათ.
წითელი ხალიჩა, "ავერსის" საჰაერო ბურთები, ფოიერვერკები საზეიმო განწყობას ქმნიდა. აფთიაქის გახსნის ცერემონიაზე ლენტი კომპანია "ავერსის" დამფუძნებელმა ბატონმა პაატა კურტანიძემ სააფთიაქო ქსელის დირექტორთან - ეკა ბურძენიძესთან ერთად გაჭრა.
როგორც ბატონმა პაატამ აღნიშნა, "ავერსის" სააფთიაქო ქსელი დღეს 247 აფთიაქს აერთიანებს. ახალი ფილიალების გახსნა კვლავ იგეგმება, რათა "ავერსის" მომსახურება საქართველოს მთელი მოსახლეობისთვის მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს. ამასთან, ბატონმა პაატამ ქსელის მოდერნიზების პროცესზეც ისაუბრა - აფთიაქები, რომლებიც უკვე არაერთი წელია მოსახლეობას ერთგულად ემსახურებიან, ეტაპობრივად რემონტდება, იცვლება ინტერიერი, ექსტერიერი, ინვენტარი, განათების სისტემა და იქმნება ყველა პირობა მომხმარებელთა კომფორტისთვის.
ფანასკერტელის ქუჩაზე "ავერსის" ახალი აფთიაქი თანამედროვე სტანდარტების მიხედვით დაპროექტდა და აშენდა. დარბაზში წარმოდგენილია პარაფარმაცევტული ნაწარმი, თემატურად არის განთავსებული კოსმეტიკური პროდუქცია, თმის, სახისა და სხეულის მოვლის საშუალებები, დეკორატიული კოსმეტიკა, ბავშვთა აქსესუარები, ასევე კვებისა და მოვლის საშუალებები, რაც მომხმარებელს არჩევანს უადვილებს.
"ავერსი" უკვე 25 წელია ლიდერობს ქართულ ფარმაცევტულ ბაზარზე. განახლება და წინსვლა მისი კრედოა, ამიტომ ის მომხმარებელს მუდმივად სთავაზობს სიახლეს, სიურპრიზებს, მაქსიმალურ კომფორტს, უმაღლესი ხარისხის პროდუქციას და მომსახურებას.