ჟურნალ „ავერსის“ სპორტული წარმატება

ჟურნალ „ავერსის“ სპორტული წარმატება

  • 2014-04-16

 თბილისის მასობრივი სპორტის  ფედერაცია მესამე წელია მართავს სპორტულ ფესტივალს დევიზით „მასმედია ცხოვრების ჯანსაღი წესისათვის“.
წელს ფესტივალი 12-13 აპრილს გაიმართა. მასში მონაწილეობდნენ ტელეკომპანიები „რუსთავი-2“, „საზოგადოებრივი მაუწყებელი - პირველი არხი“, „მაესტრო“, „ჯი-დი-ესი“, სტუდენტური ტელევიზია „S-TV“,  სტუდია „ცე-დე-ესი“, რადიოკომპანიები „იმედი“, „ფორტუნა“, „აფხაზეთის ხმა“, მედიაჰოლდინგი „პალიტრა მედია“ და ჟურნალი „ავერსი“.
კარტინგით რბოლაში, მაგიდის ჩოგბურთსა და ბილიარდში შეჯიბრებას „ასტრა-პარკმა“ უმასპინძლა, პნევმატური იარაღით სროლაში - სპორტკლუბმა „არენამ“, ჭადრაკში - „ჭადრაკის სასახლემ“.
ჟურნალი „ავერსი“ მეორე წელია აქტიურად მონაწილეობს სპორტულ ფესტივალში. შარშან მან სპორტის რვა სახეობაში გუნდური მეორე ადგილი და ხუთი მედალი მოიპოვა, წელს კი - შვიდი მედალი ხუთ სახეობაში და გუნდური პირველი ადგილი.
გუნდური მეორე ადგილი რადიო „იმედს“ ერგო, მესამე - „ჯი-დი-ესს“, მეოთხე – „რუსთავი 2-ს“.
ჩვენი კომპანიიდან პრიზიორები გახდნენ:
● მაგიდის ჩოგბურთში - გოგა მიქელაშვილი (დაცვის სამსახური) - პირველი ადგილი და ირაკლი კარტოზია (ჟურნალის ტექნიკური რედაქტორი) - მეორე ადგილი;
● ბილიარდში - ლევან თამაზაშვილი (დაცვის სამსახური) - მესამე ადგილი;
● პნევმატური იარაღით სროლაში - მარიკა ბიბილური (სარეკლამო მომსახურების მენეჯერი) - მეორე ადგილი და ირაკლი კარტოზია - მესამე ადგილი;
● ჭადრაკში - მარიკა ბიბილური - მეორე ადგილი ქალთა შორის და ვანო ლომიძე (რეალიზაციის განყოფილება) -მესამე ადგილი მამაკაცთა შორის.
ასე რომ, ჟურნალი „ავერსი“ მკითხველს ჯანსაღი ცხოვრებისკენ არა მხოლოდ ჟურნალის ფურცლებიდან, არამედ პირადი მაგალითითაც აქტიურად მოუწოდებს.

გააზიარე: