30 მაისს თამარ მეფის გამზირზე 32 ნომერში "ავერსის" კიდევ ერთი, განახლებული აფთიაქის პრეზენტაცია გაიმართა.
მოდერნიზებული ფილიალი, ტრადიციულად, - ფოიერვერკით, წითელი ხალიჩით, ფურშეტით, შამპანურით, ულამაზესი ტორტით და ავერსული ღონისძიების სრული ატრიბუტიკით გაიხსნა. მოწვეულ სტუმრებსა და პირველ მომხმარებლებს კი საჩუქრები ხვდათ წილად.
- 2018 წლიდან "ავერსის" აფთიაქების განახლების პროექტი წამოვიწყეთ - აღნიშნა "ავერსის" დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ - აფთიაქების მოდერნიზება, პირველყოვლისა, სავაჭრო დარბაზის გაფართოებას და კეთილმოწყობას გულისხმობს. ჩვენი სურვილია, რომ მომხმარებლისთვის არჩევანის გაკეთება მაქსიმალურად კომფორტული იყოს და საამისოდ ყველა პირობაა შექმნილი - სრულიად განახლდა ექსტერიერი, ინტერიერი, შევიძინეთ ახალი ინვენტარი...
იმედი გვაქვს, რომ "ავერსის" თითოეულ - 250-მდე აფთიაქს თანამედროვე სტანდარტის შესატყვისად მოვაწყობთ და განვაახლებთ, შესაბამისად, მომხმარებლისთვის კიდევ უფრო კომფორტულ პირობებს შევქმნით.
სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ აფთიაქის თანამშრომლებს ახალი სამუშაო გარემო, მოდერნიზებული აფთიაქის გახსნა მიულოცა და წარმატება უსურვა.
- მადლობას ვუხდი ჩვენს მომხმარებელს ნდობისთვის და ერთგულებისთვის. განახლებულ აფთიაქში მათ თანამედროვე განათება, უახლესი ინვენტარი, შესანიშნავი ინტერიერი და მაქსიმალურად კომფორტული გარემო ელოდებათ. სიახლეა ასორტიმენტის მხრივაც - "ავერსის" აფთიაქში ახალი ევროპული ბრენდებია წარმოდგენილი. სახისა და სხეულის მოვლის საშუალებების, სამკურნალო და დეკორატიული კოსმეტიკის მრავალფეროვანი არჩევანი გვაქვს. ასე რომ, იმედია, მომხმარებელი კმაყოფილი იქნება ჩვენი მომსახურებით - აღნიშნა ეკა ბურძენიძემ და დასძინა, რომ "ავერსის" სააფთიაქო ქსელი კვლავ ფართოვდება. კიდევ რამდენიმე ახალი აფთიაქის გახსნას იგეგმება როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. უახლოეს დღეებში გაიხსნება ახალი აფთიაქი ფანასკერტელის ქუჩაზე, ასევე, ყიფშიძის ქუჩაზე და სოფელ დიღომში. ასევე, დაგეგმილია იმ რეგიონების ათვისებაც სადაც დღეს "ავერსის" აფთიაქები არ ფუნქციონირებს.
ვესაუბრეთ მოდერნიზებული აფთიაქის მენეჯერს თიკო ჩხეიძეს:
- დარბაზის ინტერიერი და თემატურად განლაგებული პროდუქცია მომხმარებელს არჩევანის გაკეთებას გაუადვილებს. მათ ამაში აფთიაქის პარაფარმაცევტული პროდუქციის ორი კვალიფიციური კონსულტანტიც დაეხმარებათ.
არჩევანი კი მართლაც დიდი და მრავალფეროვანია. შეგვემატა არაერთი ახალი ბრენდის - "ქამელეოს", "ლილაროუზის", "ავენეს", "ტოპიკრემის" პროდუქცია. აფთიაქში საუკეთესო ასორტიმენტია წარმოდგენილი.
თამარ მეფის გამზირზე #32-ში განთავსებულ აფთიაქში საუკეთესო გარემო და 7 პროფესიონალი ფარმაცევტი დაგხვდებათ, რომლებიც მომხმარებლის კვალიფიციურ მომსახურებასა და ჯანმრთელობაზე მუდმივად ზრუნავენ.