„ავერსი–ფარმას“ ადამიანური რესურსების სამსახურის წარმომადგენლები 15 მაისს მომავალ ფარმაცევტებს შეხვდნენ.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის ფარმაცევტული ფაკულტეტის სტუდენტებმა მიიღეს ინფორმაცია სწავლების, განვითარებისა და მოტივირების სისტემაზე, რომელიც „ავერსში“ მოქმედებს.
საქართველოს ფარმაცევტული ბაზრის ლიდერმა კომპანია „ავერსმა“ დარგის მომავალ სპეციალისტებს საინტერესო წინადადება შესთავაზა:
- სწავლასთან ადაპტირებული 4-, 6- და 8-საათიანი სამუშაო განრიგი,
- ტრენინგები კომპანიის ტრენინგცენტრში,
- წარმატებული ფარმაცევტებისთვის – საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების დაფინანსება
- პრაქტიკა/სტაჟირება „ავერსის“ სააფთიაქო ქსელში მთელი საქართველოს მასშტაბით.
შეხვედრას ფაკულტეტის და უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.
შეხვედრის დასასრულს ავერსელებმა სტუდენტებს სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს.