ავერსის სააფთიაქო ქსელი ახალ  გასახდომ საშუალებას უკვე დღეიდან გთავაზობთ

ავერსის სააფთიაქო ქსელი ახალ გასახდომ საშუალებას უკვე დღეიდან გთავაზობთ

  • 2019-03-29

28 მარტს ADM group-მა 2018 წელს შექმნილი უახლესი პრეპარატი - Magnox Shaper სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გააცნო. ის დღეიდან "ავერსის" სააფთიაქო ქსელში გაიყიდება. ღონისძიებას სწორედ ფარმაცევტულმა კომპანია  "ავერსმა" უმასპინძლა.

როგორც ADM group-ის წარმომადგენელმა თბილისში  დავიდ ბენ ავრაჰამმა განაცხადა, ნატურალურ ინგრედიენტებზე დამზადებული უახლესი პროდუქცია ხელს უშლის ჭარბი ცხიმის წარმოქმნას ქსოვილებში, რაც გვეხმარება ფიზიკური შესაძლებლობების გაუმჯობესებაში, გვმატებს ენერგიას და ადვილად უმკლავდება ჭარბ წონას, მით უფრო, თუ პრეპარატს უშუალოდ ფიზიკური დატვირთვის წინ მივიღებთ. კომბინირებული პრეპარატის კიდევ ერთი დადებითი თვისება გახლავთ ის, რომ ხელს უშლის ღვიძლის გაცხიმოვნებას.  

როგორც სააფთიაქო ქსელ "ავერსის" ხელმძღვანელმა ეკა ბურძენიძემ აღნიშნა, ამჟამად პრეპარატი მხოლოდ 17 აფთიაქშია წარმოდგენილი, თუმცა პრეპარატს ქართულ ბაზარზე დიდი პოტენციალი აქვს, ერთის მხრივ, არასწორი კვების რეჟიმის, მეორეს მხრივ, კი ცხოვრების ჯანსაღი წესის მიმართ მზარდი დაინტერესების გამო.

ახალი პრეპარატი ეფექტურია ფიზიკური აქტივობის შემთხვევაშიც და მის გარეშეც. დღეიდან ის, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობისთვის "ავერსის" დამსახურებით გახლავთ ხელმისაწვდომი.

გააზიარე: