„ავერსის“ ქსელის დასავლეთ საქართველოს რეგიონის აფთიაქებისთვის 2018 წლის შემაჯამებელი წვეულება 9 თებერვალს ქუთაისში გაიმართა. დიდი ხნის მონატრებული ავერსელები ერთმანეთს შეხვდნენ, განვლილი წლის წარმატებებს თვალი გადაავლეს და საუკეთესოები დააჯილდოეს.
გამარჯვებულებმა, ტრადიციულად, ფულადი პრემია მიიღეს, გამორჩეულებს კი საზღვარგარეთ მოგზაურობის ბედნიერება ერგოთ წილად.
ნომინაციაში „ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტი“ გაიმარჯვეს ლელა არობელიძემ „ბათუმი N3-დან“, ჟანა შერგილაშვილმა ხობის და მარიკა ბუცხრიკიძემ ტყიბულის აფთიაქიდან (I, II, III ადგილი).
ყველაზე გულისხმიერებად აღიარეს დავით გელხვიიძე „ბაღდათიდან“, ნონა მამინაშვილი „ოზურგეთი N1-დან“ და გურამ კორძაძე „ვანიდან“.
პროფესიონალებს შორის საუკეთესოთა სტატუსი დაიმსახურეს ნანა მოსიამ „ზუგდიდი N5-დან“, თამარ კომახიძემ „ბათუმი N1-დან“ და ნინო მაღლაკელიძემ „სამტრედია N2-დან“.
დებიუტანტებიდან თავი გამოიჩინეს „ქუთაისი N21-ის“ ფარმაცევტმა ნინო ივანეიშვილმა და „ბათუმი N14-ის“ გამგემ თამარ კახიძემ.
საუკეთესო გამგეებად დასახელდნენ ირმა ბელიქანიძე („ოზურგეთი N3“), თეონა ჯიშკარიანი („მარტვილი N2“) და ნინო რუხაძე („ქუთაისი N17“).
ყველაზე მიზანსწრაფული აღმოჩნდა ქუთაისის მესამე აფთიაქის გუნდი, ხოლო ყველაზე ერთსულოვანი - ბათუმის მეექვსე აფთიაქისა.
ნომინაციაში „პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტი“ პრიზი ერგოთ ნინო თოხაძეს „ბათუმი N2-დან“, თამრიკო ხურციას „ხონიდან“ და ნინო ჭკუასელს „ქობულეთიდან“.
ყველაზე მეტი მომხმარებელი 2018 წელს, როგორც გაირკვა, ქუთაისის მეექვსე აფთიაქს ჰყავდა და მისი თანამშრომლებიც შესაბამის ნომინაციაში დააჯილდოეს, საუკეთესოებად კი დასახელდნენ ქუთაისის მეოთხე, ზუგდიდის მესამე და ზესტაფონის მესამე აფთიაქები.
საუკეთესო ოპერატორი აღმოჩნდა პაატა ფიფია „ზუგდიდი N1-დან“, საუკეთესო მესაჭე - გიორგი ხურციძე, საუკეთესო მეურნე - ვასილ ბაღდოშვილი, დაცვის საუკეთესო თანამშრომელი - ემზარ მაჩიტაძე „ჭიათურა N1-დან“, ხოლო საუკეთესო დიასახლისი - გიული კაპატაძე „ბათუმი N4-დან“.
ნომინაციაში „მომხმარებელთა იმედი“ დაჯილდოვდნენ ჯინა დუნდუა „აბაშიდან“, შორენა წოწონავა „ფოთი N2-დან“, ინგა წაქაძე „ზესტაფონი N2–დან“, ლია ადამია „სენაკი N3-დან“, შორენა კაპანაძე „ჭიათურა N4-დან“ და ნინო ცერცვაძე „ჭიათურა N1-დან“.
კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ „ავერსის“ წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დააჯილდოვა: ირინე დოღონაძე და თამაზ ყანთელაძე ქუთაისის „ბაზადან“, გიორგი ფურცხვანიძე „ქუთაისი N3-დან“, ფიქრია წვერავა „ამბროლაურიდან“ და ნანული კაკაბაძე „ხონიდან“.
წვეულების დასკვნით აკორდად ყველაზე ელეგანტური და ყველაზე მშვენიერი ავერსელი ქალბატონების დაჯილდოება იქცა. ყველაზე ელეგანტურად მიიჩნიეს სოფიო ქარქაშაძე “ქუთაისის N16-დან“, ხოლო „მის ავერსი 2018-ის“ ტიტული „ბათუმი N7-ის“ თანამშრომელ ქეთევან ჯაშს მიაკუთვნეს.
საღამოს ნიკა გრიგოლია და თამუნა ლეკვეიშვილი უძღვებოდნენ. ქართული სცენის ვარსკვლავების – გიორგი უშიკიშვილის, ნუკრი კაპანაძის, ზვიად ბოლქვაძის, დათო გომართელის, სოფო ბათილაშვილის და ბენდ „ნიუტონის“ გვერდით ავერსელებიც გათამამდნენ და საკმაოდ ეფექტური მუსიკალური ნომრები წარმოადგინეს. სენაკის, ზუგდიდის პირველი, წყალტუბოს, ქუთაისის მესამე, მეოთხე და მეთვრამეტე აფთიაქების თანამშრომლებმა პოპულარულ სიმღერებთან ერთად ნაცნობ მელოდიებზე მათ მიერვე დაწერილი ტექსტებიც ააჟღერეს. ბათუმის თხუთმეტივე აფთიაქის თანამშრომლებმა კი ავერსელების თბილ და ლამაზ ურთიერთობაზე გადაღებული ემოციური კლიპი წარუდგინეს შეკრებილებს.
საზეიმო ფეიერვერკი, გიორგი ფურცხვანიძის დიზაინით შექმნილი ულამაზესი და ორიგინალური ტორტი, ენერგიული მუსიკა – ყველაფერი იყო სასიამოვნო გართობისთვის, რომელიც ავერსელებმა ნამდვილად დაიმსახურეს.