„ავერსმა“ მტრედი ბარათის მე-12 გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა

„ავერსმა“ მტრედი ბარათის მე-12 გათამაშების გამარჯვებულები დააჯილდოვა

  • 2019-02-08

„ავერსის“ მტრედი ბარათის წამახალისებელ გათამაშებას უამრავი ადამიანი ელოდება, თუმცა გამარჯვებული რამდენიმეა. გათამაშებას 2009 წელს ჩაეყარა საფუძველი. ამ ხნის განმავლობაში გაცემული პრიზების ჯამმა მილიონ-ნახევარ ლარს გადააჭარბა.

2019 წელს „ავერსს“ 25 წელი უსრულდება. ამასთან დაკავშირებით კომპანიამ განსაკუთრებული პრიზი დააწესა: ერთგული და ყველაზე იღბლიანი მომხმარებელი 25 წლის განმავლობაში ყოველთვე ათას ლარს მიიღებს, სულ - 300 000 ლარს.

მთავარი პრიზის დაანონსებამ მოსახლეობაში დიდი აჟიოტაჟი გამოიწვია.

- ასეთი რამ არც ერთი გათამაშების დროს არ მომხდარა - უამრავი ადამიანი შეგვეხმიანა. ზოგმა დაგვირეკა, ზოგმა მოგვწერა, ზოგი პირადადაც მოვიდა და გვთხოვა, მათთვის მოგვეგებინებინა ეს პრიზი... როგორც ჩანს, ჩვენი მთავარი პრიზი ყველაზე სტაბილური და იმედის მომცემი აღმოჩნდა მომხმარებლისთვის, - თქვა კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ და დაგვპირდა, რომ„ავერსის“ სააფთიაქო ქსელი შეეცდება, მომხმარებლებს სიხარული ხშირად მიანიჭოს.

პრიზების საზეიმო გადაცემის ცერემონიაზე მთავარი პრიზის მფლობელმა ნიკოლოზ ნიკოლაიშვილმა გვითხრა, რომ გათამაშების დროს მეუღლესთან ერთად „კარფურში“ იმყოფებოდა: „ვერ აგიწერთ, რა გრძნობა დამეუფლა, როცა მითხრეს, რომ „ავერსის“ გათამაშებიდან მირეკავდნენ, მივხვდი, რაღაც მოვიგე, მაგრამ როცა გავიგე - რა, შოკი მივიღე, ემოციაც კი ვერ გამოვხატე, მადლობაც ძლივს ვთქვი. ვისარგებლებ შემთხვევით და კიდევ ერთხელ გადავუხდი დიდ მადლობას „ავერსს“ ასეთი საჩუქრისთვის“.

გარდა მთავარი პრიზისა, გათამაშდა ხუთჯერ ათი ათასი, ოცდახუთი ათასი და ორმოცდაათი ათასი ლარი.

50 000 ლარის მფლობელი აკაკი მარჯანიძე ქარელის მკვიდრია. ამბობს, რომ ამ თანხას ოჯახსაც მოახმარს და ახლობლებსაც დაეხმარება.

25 000 ლარი წყალტუბოელმა ქეთევან კინწურაშვილმა მოიგო. ის „ავერსის“ აფთიაქების ერთგული მომხმარებელია და მოგების იმედიც ჰქონდა. „თვალს ვადევნებდი გადაცემას და თითქოს ველოდი კიდეც გულის სიღრმეში მოგებას, მაგრამ ჩემი ნომერი რომ ამოვიდა, მაინც ენით აუწერელი ემოცია დამეუფლა“.

მოგებას ელოდა 75 წლის ნიკოლოზ მესხელიც: „ავერსის“ გარდა სხვა აფთიაქებში იშვიათად შევდივარ. აქ ძალიან გულისხმიერი ხალხი მუშაობს, ბევრი რამ ვისწავლე მათგან, მაგალითად, რომელი წამალი უნდა შევინახო მაცივარში და რომელი - არა. აფთიაქში შესულს, ასე მგონია, ახლობლის ოჯახში შევედი. მიყვარს „ავერსის“ აფთიაქი, მაგრამ არ გეგონოთ, ამას იმიტომ ვამბობდე, რომ მოვიგე...“

ნანა კვარაცხელიამ ზარს არ უპასუხა: „ვმუშაობდი, კოსმეტოლოგი ვარ და სახის პროცედურებს ვატარებდი, ნერვებიც კი მომეშალა, რომ ასე უწყვეტად მირეკავდნენ. მერე კი ჩემმა პაციენტმა შემატყობინა, რომ გათამაშებაში მოვიგე. საოცრად გახარებული ვარ, ფული ძალიან კარგი საჩუქარია, მაგრამ უფრო მეტად ის გამიხარდა, რომ თურმე ნებისმიერ ადამიანს შესძლებია ასეთ გათამაშებაში მოგება“.

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ შეგვახსენა, რომ გათამაშებაში მონაწილეობა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელის ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია:

- ამისთვის მას უნდა ჰქონდეს მტრედი ბარათი. ლატარიის ბილეთს კი ბარათზე დაგროვილი ქულების სანაცვლოდ მიიღებს. გარდა ამისა, „ავერსის“ აფთიაქში ყოველ ათლარიან შენაძენზე ერთი ბილეთი საჩუქრად გადაეცემა.

„ავერსი“ მადლობას უხდის ყველა მომხმარებელს და ჯანმრთელობაზე ზრუნვასთან ერთად მომავალშიც ბევრ მოულოდნელ სიხარულს ჰპირდება.

გააზიარე: