”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” —ავერსის საქველმოქმედო  პროექტი გრძელდება

”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს” —ავერსის საქველმოქმედო პროექტი გრძელდება

  • 2008-07-24

ავერსის საქველმოქმედო პროექტი — ”1000 უფასო ოპერაცია კატარაქტით დაავადებულებს გრძელდება, პროექტით საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მცხოვრებ 1500-ზე მეტ ადამიანს კატარაქტის ოპერაცია უფასოდ ჩაუტარდა.
     
24 ივლისს პროექტის ფარგლებში კიდევ ოთხი წარმატებული ოპერაცია გაკეთდა. ავერსის კლინიკის ოფთალმოლოგმა მედიცინის მეცნიერებათა დოქტორმა გიორგი პეტრიაშვილმა, რომელსაც ასისტენციას უწევდა ჩვენივე კლინიკის ექიმი-ოფთალმოლოგი მაია ბერაია, ოთხ პაციენტს გაუკეთა საკმაოდ რთული ოპერაცია. ოთხივე შემთხვევაში ექიმებს უკან დასახევი გზა არ ჰქონდათ – პაციენტებს მხოლოდ ერთი თვალით მხედველობის შენარჩუნების შანსი დარჩენოდათ, ვინაიდან ხელმოკლეობის გამო მათ მეორე თვალზე ვერ შეძლეს თავის დროზე მკურნალობის ჩატარება და ეს შანსი მათ კომპანია ავერსმა და ავერსის კლინიკამ მისცა. მადლიერმა პაციენტებმა და მათმა ახლობლებმა უსაზღვრო მადლობა გადაუხადეს კომპანია ავერსის დამფუძნებელს პაატა კურტანიძეს და კლინიკის სამედიცინო პერსონალს, რომელთაც მათ თვალის ჩინი აჩუქეს. 

     აღნიშნული ოპერაციები ტარდება უახლესი სამედიცინო ტექნოლოგიებითა და ამერიკული წარმოების უმაღლესი ხარისხის საოპერაციო მასალებით. გამოყენებული იქნა ალკონის ფირმის (აშშ) ბროლები,  რაც საშუალებას იძლევა პრაქტიკულად ავიცილოთ თავიდან მეორადი კატარაქტის განვითარება. ოპერაციები ტარდება ავერსის კლინიკის მიკროსკოპული აპარატურით, რომელიც აღჭურვილია კომპიუტერიზებული ციფრული ვიდეოსისტემით.
     ავერსის 14 წლიანი საქველმოქმედო ტრადიცია ღირსეულად გრძელდება, ამჯერად საკუთარ პროფესიულ და ტექნოლოგიურ რესურსზე დაყრდნობით ავერსის კლინიკურ ბაზაზე მარნეულში, რითაც კიდევ ერთხელ მტკიცდება კომპანიის მზაობა მუდამ ხალხის ჯანმრთელობის სამსახურში ყოფნისა და სიკეთის კეთებისა.

გააზიარე: