„ავერსის“ სააფთიაქო ქსელმა 2018 წელი შეაჯამა

„ავერსის“ სააფთიაქო ქსელმა 2018 წელი შეაჯამა

  • 2019-01-15

„ავერსის“ ისტორია 25 წლის წინ ერთი აფთიაქით დაიწყო. ამ ხნის განმავლობაში ის მძლავრ ჰოლდინგად იქცა, რომელიც სააფთიაქო ქსელს, ფარმაცევტულ საწარმოს, კლინიკებს, სადაზღვევო კომპანიას აერთიანებს.

ტრადიციული კორპორაციული წვეულებები, რომლებზეც განვლილი წლის შედეგები ჯამდება, წელს სააფთიაქო ქსელის შეკრებით დაიწყო.

ღონისძიება 12 იანვარს „ჰილსაიდ ივენთ ჰოლში“ გაიმართა. პაატა კურტანიძემ, „ავერსის“ დამფუძნებელმა, დამსწრეებს 2019 წლის დადგომა მიულოცა და წარმატება უსურვა.

საუკეთესო თანამშრომლები სიგელებით, ფულადი პრიზებით და მოგზაურობით დააჯილდოეს. გამარჯვებულების უმრავლესობას პრიზი სააფთიაქო ქსელის დირექტორმა ეკა ბურძენიძემ პირადად გადასცა.

ყველაზე მოღიმარი ფარმაცევტები აღმოჩნდნენ ნინო  რევიშვილიაფთიაქ „მელიქიშვილიდან“, მაკა გელენიძე „პუშკინიდან“ და თეონა კოხრეიძე „რკინიგზიდან“ (I, II, III ადგილები).

ყველაზე გულისხმიერ ფარმაცევტებად დაასახელეს გიორგი არაბიძე  „პარაფარმიდან“, ნათია ჩიტაძე „ვაზისუბნიდან“ და გიორგი არსოშვილი „კალოუბნიდან“.

ყველაზე პროფესიონალებისთვის განკუთვნილი ჯილდო ერგოთ თამილა პერტახიას „ერისთავიდან“, ნანა ბერძენიშვილს  „ჩუბინაშვილიდან“ და ნინო ხურციძეს „ფილიფსიდან“.

პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტები აღმოჩნდნენ თამარ ელბაქიძე „პეკინიდან“,  მარიამ ბლიაძე  „გრემიდან“ და თამთა გვილავა „თერგიდან“.

საუკეთესო დებიუტისთვის დააჯილდოეს ფარმაცევტი სერგი ჭანტურია „კოსტავადან“ და აფთიაქ „მეტროს“ გამგე ნანა ნადირაძე.

საუკეთესო გამგის ტიტული ერგოთ სოფიო ქავთარაძეს „მასივიდან“, სოფიო საჯაიას „კაკაბიდან“ და მარინე ბახტაძეს „ბახტრიონიდან“.

ყველაზე ერთსულოვანი აღმოჩნდა აფთიაქ „გურამიშვილის“ გუნდი, ყველაზე მიზანსწრაფული - „დიდგორისა“, ხოლო  საუკეთესო აფთიაქების სტატუსი „აღმაშენებელმა“, „გრემმა“ და „ბერბუკმა“ დაისაკუთრეს.

სააფთიაქო ქსელის საუკეთესო უფროს მენეჯერად მაია აფციაური აღიარეს.

ნომინაციაში "მომხმარებლის იმედი“ ათი გამარჯვებული გამოვლინდა: მანონ ბენდელიანი „ვაჟადან“, ხათუნა გულიაშვილი „არმაზიდან“, შორენა ჯოჯუა „სუხიშვილიდან“, ნინო ჭოხონელიძე „ვერადან“, შორენა ჟღენტი „საბურთალოდან“, ნატო რიგვავა „კლინიკიდან“, მაია შარიფაშვილი „თრიალეთიდან“, ეკატერინე ლაბაძე „ხომლელიდან“, ნანა ჩაჩანიძე „ბერძენიშვილიდან“, ნინო აბუთიძე „ფიროსმანიდან“ და მაია შაქარაშვილი „ბაჩოდან“.

კომპანიის დამფუძნებელმა „ავერსის“ წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის პირადად დააჯილდოვა: შორენა ბურჯანაძე „ვაჟადან“, თამარ ორმოცაძე „ჩუბინაშვილიდან“, ირმა ბუთხუზი  „აჭარადან“, ქეთი ჯანჯღავა „დიდუბედან“ და თათია გაჩეჩილაძე „ფალიაშვილიდან“.

სააფთიაქო ქსელის უმშვენიერესი გოგონა, „მის ავერსის აფთიაქი 2018“, ეკა ბურძენიძემ დაასახელა. გვირგვინი ანა ჩიფაშვილს ერგო.

ღონისძიების მეორე ნაწილი რეგიონში მომუშავე ფარმაცევტებს დაეთმოთ. მათგან ყველაზე გულისხმიერები აღმოჩნდნენ ნანა მაზმიშვილი გორის მე-3 აფთიაქიდან და მაკა ბიწაძე საგარეჯოდან, ყველაზე პროფესიონალები - ნინო კვანტალიანი ბორჯომიდან და მარინა ცხადიაშვილი მარნეულის N1 აფთიაქიდან.

პარაფარმაციის საუკეთესო კონსულტანტებად დაასახელეს ნინო დვალი რუსთავის მე-3 და ნინო გიუაშვილი გორის მე-3 აფთიაქებიდან.

ყველაზე ერთსულოვანი აღმოჩნდა წნორის, ხოლო ყველაზე მიზანსწრაფული - ახალციხის მე-2 აფთიაქის გუნდი.

საუკეთესო გამგის ნომინაციაში ჯილდო მიაკუთვნეს მიხეილ სიგუას რუსთავის მე-7 აფთიაქიდან, ხოლო საუკეთესო აფთიაქებად მარნეულის N2, ქარელისა და ლაგოდეხის N2 აფთიაქები დაასახელეს.

სააფთიაქო ქსელის საუკეთესო უფროსი მენეჯერის ნომინაციაში ქეთი კაპანაძე და ნათია რატიანი დაჯილდოვდნენ.

მომხმარებლის იმედად მიიჩნიეს ნონა ლაზარაშვილი „გორი N2-დან“, ეთერ ჩაგუნავა საგარეჯოდან, ფიქრია ჯიშკარიანი იორმუღანლოდან და თინიკო იაშვილი სიღნაღიდან.

„ავერსის“ წინსვლაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის კი კომპანიის დამფუძნებელმა  პაატა კუბლაშვილი და დარეჯან მჭედლიშვილი დააჯილდოვა.

ღონისძიებას მსახიობები ილო ბეროშვილი და ანი ბებია უძღვებოდნენ. წვეულება განსაკუთრებით გაალამაზა მუსიკალური პროექტის „მხოლოდ ქართულის“ მონაწილეთა მიერ შესრულებულმა სიმღერებმა. მსმენელს წარუდგნენ სოფო ნიჟარაძე, გიორგი უშიკიშვილი, ზვიად ბოლქვაძე, ნუკრი კაპანაძე, გუგა მარგველაშვილი, საბა კემულარია, სოფო ბათილაშვილი.

საღამოს მუსიკალურ გაფორმებაზე ჯგუფმა „ნიუტონმაც“ იზრუნა.

ასე ხალისიანად გააცილა „ავერსის“ სააფთიაქო ქსელმა 2018 წელი და იმედითა და მომავალი გამარჯვებების სურვილით შეეგება დამდეგს.

გააზიარე: