ნაციონალური ბიზნეს-რეიტინგების კავშირის საორგანიზაცოი კომიტეტმა წლის საუკეთესო კომპანიად "ავერსი-რაციონალი" დაასახელა და საერთაშორისო სერტიფიკატი გადასცა ნომინაციით - "მუდმივი ლიდერი". დაჯილდოების ცერემონიალი 14 დეკემბერს გაიმართა.
ნაციონალური ბიზნეს რეიტინგი გახლავთ საერთაშორისო ბინზეს-სარეიტინგო პროგრამა, რომლის მიზანია გამოავლინოს ქვეყნის ეკონომიკურ აღმავლობაში მონაწილე კომპანიები - სხვადასხვა სფეროში მოღვაწე ლიდერები.
საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის მიერ შემუშავებულია საწარმოთა ეფექტური მოქმედების დონის შეფასების მეთოდიკა, რომელიც ითვალისწინებს ადგილობრივ და უცხოელ მეცნიერთა მიდგომებს, მიჰყვება საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპებს და შესაბამისად, არის ობიექტური, გამჭვირვალე და კომპეტენტური...
წლეულს საქართველოს მასშტაბით კონკურსში მონაწილეობას სხვადასხვა სფეროში მოღვაწე წარმატებული კომპანიები იღებდნენ, მაგრამ მათგან მხოლოდ ათი საუკეთესო გამოვლინდა. ორგანიზაციების შერჩევა 6 სხვადასხვა კრიტერიუმით მოხდა. სახელმწიფო სტატისტიკური მონაცემების გათვალისწინებით შეფასდა კომპანიის წლიური შემოსავალი, ბიზნესის მოგება, დასაქმებულთა რაოდენობა, მათი ყოველთვიური ანაზღაურება... და ამ წარმატებულ კომპანიებს შორის ლიდერიც გამოიკვეთა - "ავერსი-რაციონალი" საწარმო, რომელიც მაღალი ხარისხის სიმბოლოდ იქცა.
როგორც "ავერსი-რაციონალის" გენერალურმა დირექტორმა მალხაზ კურტანიძემ აღნიშნა, საქართველოს ნაციონალური ბიზნეს რეიტინგის ჯილდო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში გაიცემა და მთავარ ნომინაციაში გამარჯვება კომპანიის იმიჯს ერთიორად ამაღლებს არა მხოლოდ საქართველოს, არამედ საერთაშორისო ასპარეზზე:
- საერთაშორისო ბიზნეს რეიტინგის მთავარი ჯილდო კომპანიის საქმიანობის ერთგვარი ინდიკატორია. ზრდის სანდოობასა და პრესტიჟს საერთაშორისო ასპარეზზე. წლეულს კონკურსში პირველი ადგილი მოვიპოვეთ და ეს მნიშვნელოვანი აღიარებაა. ჩვენთვის კი უდიდესი სტიმულია, რომ ლიდერის სტატუსი მუდმივად შევინარჩუნოთ.
სასიამოვნოა, რომ არსებობენ წარმატებული კომპანიები და საქმიანი ადამიანები, ვინც ქმნიან სანდო, ხარისხიან პროდუქციას, სამუშაო ადგილებს, ავსებენ ქვეყნის ხაზინას, ეწევიან ქველმოქმედებას და უამრავ სასიკეთო საქმეს უდებენ სათავეს... მათი საქმიანობის შეფასება და დაფასება კი საზოგადოებისა და კომპეტენტური ორგანიზაციების პრეროგატივაა.
"ავერსი-რაციონალმა" დაარსების დღიდან არა ერთი ჯილდო და აღიარება მოიპოვა. მირი რეიტინგი კი არა მხოლოდ ქვეყნის, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც სტაბილურად იზრდება.